სიახლეები
ეტალონი

ზუსტად, 4 წლის წინ, „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი შედგა
21-05-2020
-
+


ზუსტად, 4 წლის წინ, 2016 წლის წინ, 21 მაისს საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი, 10-წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი-2016”-ის გრადიოზული ფინალი გაიმართა. ღონისძიება 2015-2016 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლდათ და სპორტის სასახლეში შედგა.

საფინალო შოუ-კონკურსს პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკანონმდებლო ორგანოსა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული და საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“  ბათუმის კერძო სკოლა „ნიკეს“ მოსწავლე ანრი ფაღავა გახდა. ანრიმ 31,11 წამში 75 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მას არც ერთ კითხვაზე არ შეუკავებია თავი. ანრის ფულადი პრიზი, 20 000 ლარი გადაეცა.

მეორე ადგილზე გავიდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლე ნია შაქარაშვილი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი, 6 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანი. მას საჩუქრად ფულადი პრიზი 4 000 ლარი გადაეცა.

 „ეტალონის“ ფინალურ შოუ-კონკურსში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის და თბილისის (10 გამგეობის) 82 “ეტალონი-მოსწავლე” მონაწილეობდა და მათი 7 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.

შოუ-კონკურსის სცენაზე, ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ. უამრავ დასამახსოვრებელ მომენტთან ერთად, ერთი განსაკუთრებული ნომერიც იყო - იაპონიის ელჩის ტოშიო კაიტანის მიერ ანსამბლ „ადილასთან“ ერთად შესრულებული სიმღერა - „თბილისო“.

საზეიმო ფინალი ფოიერვერკით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება