მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებო!
დღეს, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, სკოლაში „ბოლო ზარი’’ მე-12 კლასელების, მათი ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგების, ჟრიამულის, მხიარულების, გამოსამშვიდობებელი საღამოსა და განშორების ცრემლების გარეშე დაირეკა. არადა, როგორ ელოდით ამ დღეს! დაგეთანხმებით, რთულია დისტანციურად დაემშვიდობოთ იმ გარემოს, სადაც 12 წელი თქვენი მასწავლებლები მუხლჩაუხრელად ზრუნავდნენ თითოეული თქვენგანის თვალსაწიერის გაფართოებაზე, პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე, სადაც თანაკლასელებთან ერთად ერთ სასწავლო სივრცეში 12 წელი გაატარეთ. ეს დრო მალე ლამაზ მოგონებად იქცევა... გვსურს, ყველას მოგილოცოთ სკოლის დამთავრება, ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება. 12 წლის განმავლობაში თქვენ შეძელით ქალაქ ქუთაისის N12 სკოლის სასწავლო გარემოს გალამაზება, განვითარება, წინსვლა და წარმატება. დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, იმედია, საგზლად გაგყვებათ თქვენი მასწავლებლების სითბო, სიყვარული, სიკეთე, სკოლაში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები. გვჯერა, თითოეული თქვენგანი იქნებით ჩვენი სკოლის, ქვეყნის გულშემატკივარი, 21-ე საუკუნის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ეროვნული თვითშეგნების მქონე ადამიანი. გისურვებთ წარმატებებს, დასახული მიზნების მიღწევას, გამარჯვებას! სიყვარულით და პატივისცემით ქუთაისის N12 სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი“,- წერია მისალოც წერილში.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.