მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არხილოსკალოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დისტანციურად დაირეკა. მასწავლებლებმა მოსწავლეები თბილი წერილებით და დიდი სიყვარულით გააცილეს სკოლიდან.
„დღეს ცოტა განსხვავებული დღეა ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ, სულ სხვანაირად წარმოგვედგინა 20 მაისი. ეს დღე უნდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი, ფერადი, ცოტა სევდანარევი, მაგრამ მაინც სიხარულით სავსე, იქნებოდა კეთილი სურვილები და ა.შ. ასეთია ბოლო ზარის ტრადიცია, რომელიც სიცოცხლის დასასრულამდე ლამაზ მოგონებად რჩება ადამიანს...
ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, დამთავრდა ბავშვობა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი, წინ კი დიდი მომავალია. მინდა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის იაროთ სიმართლის გზით, იაროთ პატიოსნად და რაც ყველაზე მთავარია, იაროთ დიდი რწმენით-იცით ეს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, იქნება პრობლემებიც, ოღონდ მინდა იყოს ძალიან ცოტა და ადვილად გადასალახი. მინდა იცხოვროთ ისე, რომ არცერთი წამი დაკარგულად არ მიიჩნიოთ. მე არ გემშვიდობებით, უბრალოდ გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს. მიყვარხართ ძალიან“, -წერია სკოლის ინფორმაციაში.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.