მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა კვლავ განაგრძობს მოგონებების შეგროვებას ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეზე -აფხაზეთზე. ამჯერად, გთავაზობთ მასწავლებლის მოგონებას აფხაზეთზე.
ჩემი ტკბილი მოგონება
ჩემო მეგობრებო მოგონება შეიძლება ძალიან ბევრი ჰქონდეს ადამიანს, მათ შორი ტკბილიც და მწარეც, მაგრამ დრო რომ გადის ყველაფერი რაც გენატრება ტკბილად გახსენდება.
მინდა გავიხსენო ერთი ჩემი მოგონება, რომელიც უკავშირდება აფხაზეთს, სოხუმს, სკოლას და ჩემს ბავშვობას. რადგან უკვე მიიწურა სასწავლო წელი და ბავშვებმა დარეკეს ბოლო ზარი, ალბათ ახლა ამის მოყოლაც შეიძლება.
ვსწავლობდი სოხუმის აკაკი წერეთლის სახელობის VI საშუალო სკოლის მეათე კლასში. გოგონებმა გადავწყვიტეთ სკოლის გაცდენა და წავედით ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე „პინგვინში“. იქ მრავალი ახალგაზრდა იკრიბებოდა. მრავლად იყვნენ იმ დღესაც მოსწავლეები, რომლებიც ჩვენსავით სკოლას აცდენდნენ . გოგონები ვიპრანჭებოდით და თავი მოგვქონდა, მივირთმევდით ნაყინს, ყავას და არაფერზე ვდარდობდით. უეცრად თავს ჩვენი დამრიგებელი წამოგვადგა, რომელმაც „გაგვლანძღა“ და სკოლაში დაბრუნება გვიბრძანა, ჩვენც, რა თქმა უნდა, შერცხვენილებმა დავტოვეთ იქაურობა და გვესმოდა ზურგს უკან სიცილი. ახალგაზრდა ყმაწვილები დაგვცინოდნენ.
ეს მოგონება დღეს ძალიან ტკბილად მახსენდება, რაც ადრე მწარედ მეჩვენებოდა, ასევე ძალიან ტკბილად მახსენდება სკოლაში გატარებული თითოეული დღე, ამიტომ ბავშვებო ნუ იჩქარებთ გაზრდას, ბავშვობა და სკოლის წლები არის ყველაზე საუკეთესო, რომელიც ცხოვრებაში აღარ განმეორდება.
ლ.ლ 20.05.2020 წელი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც