სიახლეები
სკოლები

აჭარისწყლის საჯარო სკოლის დირექცია და „ეტალონი“ მოსწავლე XII კლასელებს მისალოც წერილებს უძღვნიან
21-05-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისწყლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვან დღეს - „ბოლო ზარს“. ეს დღე დისტანციურად, თუმცა მაინც აღნიშნეს მოსწავლეებმა.

„ბავშვებო, თქვენ წარმატებით განვლეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ტოვებთ კედლებს, სადაც ერთად ვიბრძოდით და ვქმნიდით მზადყოფნისა და თავდაჯერებულობის ქვაკუთხედს. ვფიქრობ, შექმნილია დადებითი საფუძველი, რომელზეც დღეიდან უნდა ააგოთ, განავითაროთ, გააუმჯობესოთ ამ თორმეტ წელში ჩამოყალიბებული ინტელექტი და შეძენილი უნარ-ჩვევები. სიამაყით იარეთ ცხოვრების მომდევნო ეტაპზე, სადაც კიდევ უამრავი გამოწვევა გელოდებათ. მინდა ჩვენი სკოლის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ განხორციელებული ყველა აქტივობისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ემსახურებოდა. მადლობა ჩვენი სკოლის 2017-2018 სასწავლო წლის ხელვაჩაურის ეტალონ მოსწავლეს - მარიამ ზაქარაძეს.

ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ საზოგადოებაში, იყოთ ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი“,-აღნიშნულია დირექციის მისალოც წერილში.

სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები არიან: 1. ბერიძე ალბინა; 2. ბერიძე ნიკა; 3 ბორაშვილი მარიამ; 4 გაბრუშიძე მუხრან; 5 გვიანიძე გოჩა; 6. გვიანიძე თორნიკე; 7. გორგოშაძე ფატიმა; 8. ევგენიძე გიორგი; 9. ევგენიძე დიანა; 10. ევგენიძე ლაურა; 11. ზაქარაძე გიორგი; 12. ზაქარაძე ლუკა; 13. ზაქარაძე მარიამ; 14. იაკობაძე ლინდა; 15. იაკობაძე მარი; 16. ლორთქიფანიძე ანა; 17. ლორთქიფანიძე თამუნა; 18. ქოქოლაძე ანრი; 19. ღონიაძე ლუკა; 20. ფუტკარაძე ჯანი.

მისალოც წერილს ავრცელებს 2017-2018 სასწავლო წლის ხელვაჩაურის „ეტალონი“ მოსწავლე მარიამ ზაქარაძეც:

„2020 წლის გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აჭარისწყლის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ბევრ საჭირბოროტო საკითხზე დაგვაფიქრა. ვასრულებთ მე-12 კლასს და გვსურს მადლობა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს, ულევი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. მე-12 კლასელებო, გილოცავთ სასკოლო ცხოვრების დასრულებას. გისურვებთ წარმატებებს ქვეყნის გაძლიერების და განვითარების საკეთილდღეოდ. ყველა ვემზადებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, გვენატრება სკოლის მერხთან გატარებული წლები და იმედით ვუმზერთ მომავალს. მასწავლებლები, მშობლები და ეტალონი ჩემი წარმატების ფორმულაა. „ეტალონის“ კონკურსში მონაწილეობამ გამოცდილებასთან ერთად შესაძლებლობა მომცა ფართო საზოგადოებისთვის წარმედგინა ჩემი სკოლა და  გამეცნო ახალი მეგობრები. ეტალონის პროექტი არის  მომავლის გზაა, სადაც შევძელი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. დიდი მადლობა პროექტ - „ეტალონს“ და მის წამყვანს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივებისა და წახალისებისთვის. მიხარია რომ მეც ეტალონელი ვარ.

წერილები გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება