სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დისტანციური სწავლებისას საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ
22-05-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მშობლებს თანამშრომლობისათვის. აქტივობები იმართება სლოგანით: „დარჩი სახლში ყველაფერი კარგად იქნება“.

„დარჩი სახლში, ყველაფერი კარგად იქნება" - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები ამ სლოგანით მუშაობენ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სკოლა.

იმისთვის,რომ ადმინისტრაციას ახალი სასწავლო პროცესის დროული მობილიზება გაეკეთებინა, შეადგინეს მობილური გაკვეთილების ცხრილი: „სკოლა+ტელესკოლა“, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ჩართული ყოფილიყვნენ მათთვის ხელმისაწვდომ პლატფორმაზე.

„ჩვენ არამარტო სასწავლო პროცესის კარგად წარმართვა გვსურს და ამისთვის პედაგოგიური კოლექტივი ერთსულოვნადა და დიდი პასუხისმგებლობითაა ჩართული  ონლაინ გაკვეთილებში, არამედ გვსურს გავუიოლოთ ბავშვებს თვითიზოლაცია და საინტერესო აქტივობებს ვთავაზობთ მათ.

ერთ-ერთი ასეთი არის  კონკურსი „სხვა სამყარო ჩემი“, სადაც მოსწავლეს შეუძლია თავისი პიროვნების წარმოჩენა სხვადასხვა კუთხით, ეს იქნება წიგნების კითხვა, ხატვა, სიმღერა, დეკლამატორობა, სახლის თეატრის მოწყობა, დამატებითი რესურსები მომზადება  გაკვეთილისთვის და სხვა.

სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწობით და მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით ბევრი საინტერესო აქტივობები დავნერგეთ. ვცდილობთ ყველა მნიშვნელოვანი დღე აღვნიშნოთ ინტერნეტ საშუალებების გამოყენებით. მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ონლაინ ხატვის კონკურსში, აღვნიშნეთ დედამიწის დღე, დედაენის დღე, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე და სხვა.

დიდ მადლობას ვუცხადებთ მასწავლებლებს, კლასის ხელმძღვანელებს და ჩვენს ძვირფას მშობლებს, რომლებიც არა მარტო გვიგზავნიან ფოტო და ვიდეო მასალებს, არამედ ზოგიერთი ჩაერთო კიდეც ჩვენს კონკურსში.

როცა ასეთი სიყვარულია იქ ყველა დაბრკოლება დაძლევადია“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება