მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრები თემაზე - „კოვიდ -19 და გარემო“ ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სისტემაში შემავალი „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ სამმართველოს, აფხაზეთის „გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლები ონლაინ ფორმატში აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს შეხვდნენ, რომელსაც ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ქეთევან კვარაცხელია ხელმძღვანელობს. შეხვედრის თემატიკა - „კოვიდ -19 და გარემო“. ონლაინ აუდიტორიის წინაშე მინი ლექციით აფხაზეთის „გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ სპეციალისტები - ირმა თაკალანძე და მანანა უბილავა წარდგნენ, რომლებმაც დედამიწაზე, ზოგადად გარემოსადმი ადამიანის უდიერ დამოკიდებულებაზე-დანაგვიანებაზე, ვირუსებზე და ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-თან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. აღნიშნულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო აქტუალურ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ „დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების სააგენტოს“ სამმართველოს, აფხაზეთის „გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ წარმომადგენლებთან. სკოლას აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის პედაგოგი ქეთევან კვარაცხელია, ეკოკლუბის წევრებთან ერთად წარადგენს, რომელმაც მონაწილეებს მადლობა გადაუხადა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია, რომელმაც მადლიერებასთან ერთად გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი ცნობიერების ასამაღლებელი, საინფორმაციო აქტივობები ხშირად განხორციელდეს და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩაერთოს, რაზეც ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც