სიახლეები
სიახლეები

„დისტანციურ სწავლებაში 80 000 მოსწავლე ვერ ჩაერთო“ - რა ელის სექტემბრიდან ამ ბავშვებს?
26-05-2020
-
+


მსოფლიო პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა, მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომისა და მოსწავლე-მშობლების პასუხისმგებლობის მაღალი კოეფიციენტის დამსახურებით, ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვედით.

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ აღდგება, ბევრი რამ გაკეთდა ეროვნული სასწავლო გეგმის ზედმიწევნით შესასრულებლად, ბავშვებიც მეტ-ნაკლებად ჩაერთნენ ონლაინ სწავლებაში, თუმცა არსებობს მოსწავლეთა კატეგორია, რომელიც ამ პროცესების მიღმა დარჩა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო: ზოგს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ზოგს სათანადო ტექნიკა და ასე შედეგ.

etaloni.ge-სთვის საგანმანათლებლო სფეროს რამდენიმე წარმომადგენლისგან კულუარულად გახდა ცნობილი, რომ დისტანციური სწავლების მიღმა დაახლოებით 80 000 მოსწავლეა დარჩენილი და დაგვეთანხმებით, ეს მაჩვენებელი სახუმარო ნამდვილად არ არის.

„განათლების სამინისტრო ფლობს ინფორმაციას, რომ დისტანციური სწავლების მიღმა 80 000-მდე მოსწავლეა დარჩენილი, თუმცა მინისტრის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაში მათ შესახებ არაფერი თქმულა. არც სამინისტროს მხრიდანაა ამ ეტაპზე რაიმე მექანიზმი შემუშავებული, თუ როგორ მოხდება ამ მოსწავლეების „ჩამორჩენის“ აღმოფხვრა. შესაძლოა ზაფხულის პერიოდი გამოიყენონ სკოლებმა და მსგავს მოსწავლეებთან დაიწყონ მასალის გავლა. თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან სამინისტრო ოფიციალურად არც ამ მონაცემზე საუბრობს და არც ამ მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების გზებზე“ - განგვიცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა. 

არაფერს ვამტკიცებთ და დაზუსტებით თქმა, რამდენად რეალურია ეს ციფრი, საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ მოწოდებული ინფორმაციით, გამოდის, რომ სწორედ 80 ათასამდე ბავშვმა ვერ მიიღო საჭირო ცოდნა, ვერ აუწყო ფეხი შექმნილ ვითარებას და შესაბამისად, სექტემბრიდან, სკოლაში დაბრუნებული ეს 80 ათასი მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ახალ მასალასთან გამკლავებას. 

მოგვწონს თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, ასეთია შექმნილი რეალობა და იმედია, განათლების სამინისტრო, გარკვეულ მექანიზმს შეიმუშავებს, რათა  სასწავლო პროგრამას ჩამორჩენილი ათეულობით ათასი ბავშვი გვერდით არ მოგვრჩეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ არცთუ იშვიათად ისმის საყვედურები განათლების ხარისხთან დაკავშირებით და თუ ამ ყველაფერს დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი 80 ათასი მოსწავლეც დაემატება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, კატასტროფა იქნება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...