მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორიმა და მასწავლებლებმა მე-12 კლასელები ემოციური წერილებით გააცილეს სკოლიდან. მართალია, „ბოლო ზარი“ ტრადიციულად, ხალხმრავლობით არ ჩატარებულა სკოლაში, თუმცა მოსწავლეებმა მასწავლებლებისგან ერთად გატარებული წლების და მოგონებების გარდა, თბილი წერილებიც გაიყოლეს.
„ჩემო ლამაზო გვრიტებო მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე რასაც სკოლის დამთავრების და ბოლო ზარის დღე ჰქვია. როგორ მალე გაფრინდა წლები როგორ დაიზარდეთ დავაჟკაცდით და დაფრთიანდით თითქოს გუშინ შემოდგით სკოლაში ფეხი და თვალის დახამხამებაში უკვე ზრდასრულებმა ფეხი გადადგით დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე. მინდა დაგილოცოთ ეს გზა გისურვოთ წინსვლა და წარმატებები. აგსრულებოდეთ თქვენი მიზნები და ყველა ბედნიერი მენახეთ. გლოცავთ და გეფერებით თქვენი თინა მასწავლებელი“, -ასე ემშვიდობება ქიმიის მასწავლებელი თინა ბერიძე დამამთავრებელ კლასს.
საუკეთესო წლებს და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს ფიზიკის მასწავლებელი ქეთევან დიასამიძეც:
„ჩვენო მარგალიტებო, გაიარა ოქროს თორმეტმა წელმა თქვენთვის, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ახალ ეტაპზე გადასვლას ეხლა იწყება თქვენთვის საუკეთესო წლეები.
წლეები რომელიც თქვენ შეგძენთ უფრო მეტ ცოდნას განვითარებას, პერსპექტივას და კიდე მრავალ დადებით თვისებებს. მინდა დაგილოცოთ გზები დაგეპყროთ წვერვალები და გვეამაყოს. ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლობლების, აუცილებლად მიაღწევთ რაც გაქვთ დასახული მიზნად. ჩვენ თქვენი თითოეული ნაბიჯის გულშემატკივრები ვართ. გულდასაწყვეტია ის ფაქტი რომ, ვეღარ გიხლავთჩვენს სკოლაში...
თითოეული თქვენთაგანი ჩვენს გონებაში და გულში დარჩება ლამაზ მოგონებად, მოგონებები რომლებსაც წლეები ვერაფერს დააკლებს...
ეს საუკეთესო წლების დასაწყისია!
თქვენი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე
ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.