მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას, უსურვებს წინსვლას ცხოვრების ახალ გზაზე, ბედნიერებასა და წარმატებას.
„დღევანდელი ჩვენი დღე აეროპორტს გვაგონებს მასწავლებლებს. ჩვენ, მეორე მშობლები, შვილებს გაცილებთ უცხო მხარეში, დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენზე, მაგრამ ცრემლები მაინც არის...
„აქ მონატრების ცრემლია.
აქ სიყვარულის ცრემლია.
აქ გაზაფხულია, სიცოცხლეა...
აქ ფრენენ მერცხლები და აქ იზრდებიან თქვენთვის მოსართმევი იები“.
კიდევ ერთი გამოშვება... კიდევ ერთი დაფრთიანებული 5 მერცხალი, რომელიც ჩვენი სკოლის ბუდიდან, კედლებიდან გავაფრინეთ, კიდევ ერთხელ გამოთქმული მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები... უსაყვარლესი და ულამაზესი ბავშვები... ოცნებები... სურვილები... იმედები... კიდევ ერთხელ თვალშევლებული ბავშვობა და სკოლის კედლებში გატარებული 12 ცრემლიან-სიხარულიანი წლის გახსენება... ასეთი იყო ჩვენი სკოლის 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების ბოლო ზარი დისტანციურად.
წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებო! გვეიმედებით, გვიყვარხართ და გვიხარიხართ!
ასევე სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის ყველა პედაგოგს, ვინც თითოეული მოსწავლის აღზრდაში საკუთარი წვლილი შეიტანა, მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეებისათვის მეორე დედები იყვნენ. მათ შორის, დაწყებითი კლასის პედაგოგს, ვალენტინა ბლუდოვას, რომელიც სამწუხაროდ დღეს ამ მოსწავლეების გვერდით არ დგას და თავისი მშვიდი, მოსიყვარულე გრძნობით, თბილი და მგრძნობიარე სიტყვებით ვერ აცილებს თავის მოსწავლეებს.
ასევე დიდ მადლობას უხდის მათ დამრიგებელს, ქართული ენის მასწავლებელს ანა ავალიშვილს, რომელიც 12 წლის განმავლობაში მათ გვერდით იყო. იცავდა მათ, როგორც კრუხი თავის წიწილებს, არიგებდა და ასწავლიდა, თუ როგორ გაეკაფათ ცხოვრებაში რთული გზა.
წარმატებები, წარმატებები ჩვენო მერცხლებო!“- წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.