მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექციისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, ონლაინ პლატფორმაზე-Ms.Teams-ში სპეციალურად კონფერენციისათვის შექმნილ ჯგუფში „მოსწავლეთა ონლაინკონფერენცია 2020“ გაიმართა მოსწავლეთა მეოთხე სასკოლო ონლაინკონფერენცია - „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და თანამედროვეობა“.
კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება.
ონლაინკონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის შემდეგმა მოსწავლეებმა:
ბარბარე ბერიძე - „ქიმია ჩვენ გარშემო“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე - XIა კლასი;
რიმა სუდაძე - „აწმყოს შემოქმედი ტალღები“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე/ XIგ კლასი;
ქრისტინა სარაშვილი - „გენური ინჟინერია“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ფეიქრიშვილი XIგ კლასი;
პავლე საანიშვილი - „რატომ მიდის დრო ყოველთვის წინ და არასდროს უკან?“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მთვარისა ქურციკიძე- IXა კლასი;
ივანე აღლემაშვილი - „ნანომასალები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი- XIგ კლასი;
სალომე ნებაძე - „დნმ როგორც გენეტიკური მასალა“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე - Xე კლასი;
ანა ხომასურიძე - „ფიზიკა თანამედროვე მედიცინაში“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი Xდ კლასი;
ლია აბულაძე - „სიყვარული ქიმიაა?“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი - Xგ კლასი;
მარიამ იველაშვილი - „უხილავი სტუმრები“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე Xგ კლასი;
დავით ნასყიდაშვილი - „ქიმია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე - IXა კლასი;
ლუკა მურჯიკნელი - „ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი მავნე ზემოქმედება ადამიანზე“ /ფიზიკა/ხელმძღვანელი მასწავლებელი მთვარისა ქურციკიძე - IXა კლასი.
კონფერენციამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და თანამედროვე ცხოვრებაში სამუნებისმეტყველო მეცნიერებების უდიდეს როლსა და მნიშვნელობას შეეხებოდა.
სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძის მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია დაგეგმა და განახორციელა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ, რომლის ხელმძღვანელია ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა ენდელაძე, ხოლო ორგანიზებას უწევდა ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი.
მოსწავლეებს ონლაინსერტიფიკატები და ხელმძღვანელ მასწავლებლებს ონლაინმადლობის სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა, ინგა ვარდიძემ.
ონლაინკონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები.
კონფერენციამ დამსწრე საზოგადოებისაგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც