მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის დღეებში უჩვეულო ბოლო ზარი შედგა იოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში. უჩვეულო იმიტომ, რომ ტრადიციულად ქცეული წარმატებული მეთორმეტე კლასელებისგან ბოლო ზარის დარეკვის რიტუალი წარმატებული მოსწავლეების ნაცვლად სკოლის დირექტორმა დარეკა.
„დასანანია, რომ ტრადიციული ცრემლნარევი სიხარულით და ჟრიამულით ვერ ვაცილებთ ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს ცხოვრების ახალ სარბიელზე გასასვლელად, მაგრამ როცა სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება, ცოდნის დღეს რამდენიმე წუთს სწავლის დაწყებისას მათ მოფერებას მივუძღვნით“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.
მეთორმეტე კლასის დამრიგებლებმა თეა ბობოხიძემ და თათია ივანეიშვილმა სპეციალური ვიდეორგოლები მოუმზადეს კურსდამთვრებულებს, ხოლო სკოლის დირექტორმა, დალი სილაგაძემ, დოდო ხაჩიძემ. პირველმა მასწავლებლებმა ელისო მეტრეველმა და აზა ნაფეტვარიძემ ვიდეო ჩანაწერი მიუძღვნეს მათ.
ინფორმაცია გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
იხილეთ ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც