სიახლეები
სიახლეები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ სასწავლო პროექტს იწყებს
23-05-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ სასწავლო პროექტს იწყებს, რომელიც სამთო-მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენას გულისხმობს.

აღნიშნული პროექტი, რომელიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს, მათ შორის, მაღაროებსა და შახტებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.

„ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მეტად დაუკავშიროს განათლება და მეცნიერება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას, ქვეყნის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, სამინისტროს ახალი პროექტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სამთო მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მისი უმთავრესი დანიშნულება მაღაროებსა და შახტებში მომუშავე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის გაძლიერებაა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო შახტი-ლაბორატორია, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორთა და სპეციალისტთა პროფესიონალიზმი ჩვენი ახალგაზრდებისათვის სწავლის სრულფასოვან პირობებს ქმნის. მჯერა, რომ მრავალი მათგანი ენთუზიაზმით შეუდგება ამ საჭირო საზოგადოებრივი პროფესიის დაუფლებას, რაც საბოლოოდ მრავალი ადამიანის შრომის პირობებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს“, - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტი-ლაბორატორია თეორიული და პრაქტიკული სწავლების უწყვეტი პროცესის ხელსაყრელ პირობას იძლევა, რითაც ძირფესვიანად იცვლება სამთო საინჟინრო კადრების მომზადების პრაქტიკა. მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა პროცესების მთელი კომპლექსის გათვალისწინებით, დაპროექტდა სასწავლო შახტი-ლაბორატორია, რომლის მშენებლობა და სათანადო მანქანებით, მექანიზმებით, სატრანსპორტო საშუალებებითა და დანადგარებით აღჭურვა1986-1991 წლებში განხორციელდა. შახტი-ლაბორატორია წარმოადგენს ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას, რომელიც აღჭურვილია სამთო შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებით და საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზირებული საშუალებებით, მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით. გვირაბების საერთო სიგრძე1000 მეტრის ფარგლებშია. მათი განლაგების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16 და 30 მეტრია. აქ შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისათვის, რაც პროფესიული მომზადების ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების მართვის ჩვევების გამომუშავების საფუძველია.

სახელმწიფოს ინიციატივას, აღდგეს სამთო მაშველის სასწავლო პროგრამა, მომზადდეს და გადამზადდეს კადრები, დადებითად აფასებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

„ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩართული ქვეყნის განვითარების საქმეში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივა, აღდგეს სამთო მაშველის გადამზადების პროგრამა, არის დროული და აუცილებელი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამინისტროს მხარდაჭერა ამ პროექტის განსახორციელებლად, ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გამოხატული ნდობა“,- განაცხადა დავით გურგენიძემ.

პროექტის ეფექტურად ასამოქმედებლად და სათანადო ბაზის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტი-ლაბორატორია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გავცნობოდით სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლაბორატორიას, განგვესაზღვრა, არის თუ არა შესაძლებელი ბაზის გამოყენება იმ უსაფრთხოების ნორმების შესასწავლად, რაც სამთო მოპოვების დროს უნდა იქნას დაცული. რეალურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩართულია ქვეყანაში სამთო-სამაშველო ოპერაციების დროს. ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მათი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველების გადამზადება. ჩვენი სამსახურისთვის აღნიშნული ბაზა უნიკალურია, თუმცა კონკრეტული დეტალები განახლებას საჭიროებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა როინ ვარშანიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება