მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ მასწავლებელი ოთო დანელია მეთორმეტეკლასლებს ემშვიდობება და აღნიშნულის შესახებ ჩანაწერს გვიზიარებს.
„მოპარული" „ბოლო ზარი"
ოცი მაისი სხვა ენერგეტიკის მატარებელი დღეა, მით უმეტეს, როცა მასწავლებელი ხარ და მეთორმეტეკლასელებს ასწავლი.
ჯერ კიდევ სექტემბერში „იბადება" გარკვეული შტრიხები, როგორი უნდა იყოს ბოლო ზარი...
ვიღაც პაპარაცობას იწყებს, ვიღაც-სასაცილო ფრაზებსა და კურიოზებს უსაფრდება და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გროვდება სახალისო კომპრომატები...
ასე იყო წელსაც...
- მარტიდან დავიწყოთ რეპეტიციები. მგონი, დროში ჩავეტევით. -დღეების რაოდენობას ითვლის ერთი.
- ოჰ, კაი რა, ბოლო კვირამდე თავს მაინც ვერაფერს მოვაბამთ. -ამბობს ყველაზე რეალისტი.
- მაინც დავიწყოთ რაღაცების ჩაწერა, გადაკეთება, სკეტჩებზე ფიქრი... -არ ნებდება ძალიან მონდომებული.
მაგრამ,თურმე,სად ხარ?!
ზუსტად მარტიდან სახლში დავრჩით და ჩავრჩით...
„კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო"...
ვირუსმა, ამ ბოლო დროს რომ ვირტუალური სამყაროს წამშლელ ტერმინად დავამკვიდრეთ, ლამის ჩვენი რეალური სამყარო წაშალა და შეაზანზარა...
წელს „ბოლო ზარი" ზუსტად ისე მოგვპარეს, როგორც გრინჩმა მოიპარა შობა...
ამჯერად, კარადა ვერ „მიიღებს" საოცარი ენერგიით დამუხტულ თეთრ მაისურს,რომელზეც თორმეტწლიანი ემოციები ფერადი მარკერებით დააწერეს თუ დაახატეს...
ვერც სცენაზე ახმაურდა სევდანარევი სიხარული.
ვერც კურიოზებით "გამძღარმა" ვიდეორგოლმა გააცინა ცრემლებმორეული მშობლები და მასწავლებლები...
ვიღაცამ თავისი საყვარელი მასწავლებლის პაროდია მხოლოდ სარკის წინ გააკეთა და ტაშიც თავად დაუკრა საკუთარ თავს.
სამაგიეროდ ცუკერბერგის (მადლობა ამ ადამიანს) მოგონილ სივრცეში ამოხეთქა ზღვა ემოციამ... პოსტებითა და კომენტარებით მივულოცეთ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი ამბავი...მისალოცი და სასაცილო ვიდეობიც აქ დაიდო...
ახლა 21 მაისია.
დაცხრა ემოცია და გადაიარა უჩვეულო "ბოლო ზარის" ვნებათაღელვამაც...
წინ კიდევ ერთი დიდი გამოცდაა.
ივლისიდან ახალი ამბავი იწყება...
აგვისტოს ბოლოს კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით...როგორ გახდნენ თვითიზოლაციის თაობის მეთორმეტეკლასელები სტუდენტები...
მომავალ შეხვედრამდე!
ოთო დანელია
21.05.2020
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.