სიახლეები
სიახლეები

„სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ - სახელმძღვანელო, რომელიც საშუალო საფეხურის არჩევითი საგნისთვის იქნება განკუთვნილი
01-09-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სახელმძღვანელოს ამზადებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საშუალო საფეხურის არჩევითი საგნისთვის „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძესა და თავდაცვის უწყების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების საკითხს, ასევე საგნის პედაგოგებისთვის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსის შექმნასა და პილოტირების პროცედურებს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, მოსწავლეები უნდა შეისწავლიდნენ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებს, საქართველოს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურას, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თვითგადარჩენის საკითხებს.

თანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ საკითხების ნაწილის ასახვა არამარტო საშუალო საფეხურის არჩევითი საგნის სტანდარტში, არამედ გარკვეულწილად საბაზო საფეხურის ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის სასწავლო პროგრამებშიც არის შესაძლებელი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება