TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„დედამიწაზე გაჩენილი საფრთხე“- დაგვას საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თიკო რომანაძე ჩანახატს გვიზიარებს
25-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თიკო რომანაძე ჩანახატს გვიზიარებს.

დედამიწაზე გაჩენილი საფრთხე

                         რა მოხდა ამ სამი თვის განმავლობაში, რა განიცადა დედამიწამ?

ჩვენი გადმოსახედიდან დედამიწა არის ერთ-ერთი ულამაზესი პლანეტა, რომელმაც აუარებელი საფრთხე გამოიარა, ერთ-ერთი კორონავირუსია, რასაც მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. გაჩენილი საფრთხისაგან დედამიწის ქვეყნები არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. დედა შვილს კარგავს, ოჯახი- წევრს, ხოლო ადამიანი კი- სიცოცხლეს. ადამიანი ხვდება, თუ როგორ საფრთხეშია მისი სიცოცხლე და როგორ შეიძლება ავნოს ამან მის გარშემო მყოფთ. ჩვენ ამ საფრთხეს ვერ დავამარცხებთ მანამ, სანამ არ შევიგნებთ თუ როგორ ძლიერ აწვება ადამის სიცოცხლეს სენი. შეიძლება ამ საფრთხეში ისე უცებ აღმოჩნდე, უკან მოხედვა ვერ მოასწრო, რომ აწონ-დაწონო განვლილი ცხოვრება.  ადამიანებს აქვთ უნარი იმისა, რომ იზრუნონ და გაუფრთხილდნენ სხვის ჯანმრთელობას, დაეხმარონ იმ პიროვნებებს, რომლებიც ამ უზარმაზარი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. როგორ? ამაზეა საუბარი ყოველდღე, გვესმის გაფრთხილებები, რჩევა-დარიგებები. ვისწავლოთ ცხოვრების მართვა ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ სხვის ჯანმრთელობას, ზოგიერთს „მოდასაყოლილებს“ უჭირთ გააზრება იმისა, რომ პირბადით, ხელთათმანით იაროს, დაემორჩილოს წესებს, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. დედამიწაზე მილიარდობით ადამიანია, ყოველ ადამიანს ხომ აქვს სიცოცხლის უფლება, ჰოდა, ნუ წავართმევთ ღვთის ბოძებულს, ისედაც სამი თვეა დედამიწა ებრძვის ამ სენს. სენს, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ყოფა, სულ სხვანაირად დაგვანახა ადამიანები, დაგვაფიქრა,მეტიც, ერთად ყოფნა გვასწავლა და ჭირთან გამკლავება. დედამიწა დუმდა, ადამიანები ერთმანეთს ვირტუალურად უკავშირდებოდნენ, ისმოდა მხოლოდ ფოთლების შრიალი, ეს ნიშნავდა უკვე მთლიანი დედამიწა საფრთხის ქვეშ იყო. დიახ, კორონავირუსმა  შეცვალა ადამიანის ცხოვრება, ზოგი სიცოცხლეს გამოესალმა, ზოგი კი ელოდება როდის განიკურნება არასასიამოვნო ვირუსისგან. არსებობს მოწოდება: #დარჩისახლში, ეს სიზმარი არაა, ცხადია. ამიტომ ყველას და მათ შორის ჩემი ოცნებაცაა ეს  უსიამოვნო საფრთხე დასრულდეს და ადამიანები თავიანთ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. მინდა ყველამ იხაროს და იბედნიეროს.

                                                                   დაგვას საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თიკო რომანაძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება