მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტური სავარაუდოდ აღარ გაიმართება. როგორც ცნობილია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასწავლო ოლიმპიადის ფინალი კორონავირუსის პანდემიის გამო რამდეჯერმე გადადო და ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა ოლიმპიადის ჩატარებას.
მოსწავლეების ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის გასარკვევად Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, რათა გაეგო, ამჯერად მაინც თუ არის ცნობილი ჩატარდება თუ არა წელს 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტური, თუმცა უწყებიდან კონკრეტული პასუხი არც ამჯერად მიგვიღია.
“ვმოქმედებთ რეკომენდაციების შესაბამისად. ეროვნული ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება”, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ისე სრულდება, რომ მოსწავლეები სკოლებში არ მიდიან, ხალხმრავალ ადგილები და თავშეყრა კვლავ არარეკომენდებულია, ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავიდან ბოლომდე ეროვნული გამოცდების ჩატარებაზეა მობილიზებული, დიდია იმის ალბათობა, რომ 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალური ტური არ ჩატარდეს.
იხილეთ ასევე: საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება 12 ივნისს დასრულდება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა