მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის N12 საჯარო სკოლამ პროექტი - „გორის მუნიციპალიტეტში მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და გის-ის გამოყენებით“ განახორციელა.
12 000 ლარიანი დაფინანსება სკოლამ გასულ წელს მოიპოვა და პროექტი ფიზიკის მასწავლებლის, ჟუჟუნა ვანიშვილის ხელმძღვანელობით განახორციელა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, პროექტის დახურვა ონლაინ რეჟიმში შედგა. პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა მიღწეული შედეგები დისტაციურად შეაჯამეს.
„პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს პირველად ჰქონდათ შეხება დისტანციური ზონდირების პრაქტიკულ გამოყენებასთან. პროექტი გარკვეულწილად ინტერდისციპლინური ხასიათის იყო, რადგან სწორედ დისტანციური ზონდირების შემთხვევაში იკვეთება ფიზიკა და გეოგრაფია ყველაზე უკეთ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დამატებითი თეორიული ცოდნის გარდა, მიიღეს საველე სამუშაოების განხორციელების გამოცდილებაც“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.
მოსწავლეების, პედაგოგების და პროექტში ჩართული მეცნიერის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი-ზვიად გაბისონია.
პროექტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამცენიერო ფონდის მიერ (scr/15/6/9), საგრანტო კონკურსის -„მეცნიერება იწყება სკოლიდან“ ფარგლებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც