სიახლეები
სკოლები

„მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია“- თბილისის N28 სკოლის დირექტორის ემოციური მილოცვა მე-12 კლასელებს
25-05-2020
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექტორმა, გიული ხარხელმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა. 

„გილოცავთ! 
დღეს, უმნიშვნელოვანესი დღეა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სასიხარულო და სევდანარევიც, დღეს მათთვის სკოლის დამთავრების ნიშნად ბოლო ზარი უნდა „დარეკილიყო“.

დღეიდან მათ უკვე ყოფილი მოსწავლეების, კურსდამთავრებულების სტატუსი მიენიჭებათ.

ყოველი მოსწავლე პირველ კლასში შემოსვლისას უკვე ბოლო ზარზე ოცნებობს, მოუთმენლად ელოდება სკოლის დასრულების ბოლო დღეს, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს, როდესაც სხვების ბოლო ზარს ესწრება, ოცნებებში საკუთარი წარმოუდგენია. ასე იყო ამ ბავშვების შემთხვევაშიც. ეს თაობა აგვისტოს ომის პერიოდში შემოვიდა სკოლაში, და დამთავრებაც რთულ პერიოდში მოუწიათ, დღეს ვერ დაირეკება მათთვის ბოლო ზარი, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის, ისინი სექტემბერში აუცილებლად იზეიმებენ სკოლის დამთავრებას.

ჩემო პატარა მეგობრებო, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას, ბედნიერ და სიკეთით აღსავსე მომავალს. გისურვებთ თქვენი ადგილი გეპოვოთ ცხოვრებაში და ყოველი პრობლემის მიუხედავად ადამიანობა შეგენარჩუნებინოთ! თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია...

მიყვარხართ!

გელოდებით სასწავლო წლის პირველ დღეს ახალი სასწავლო წლის და თქვენი ბოლო ზარის აღსანიშნავად!“,- წერს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება