მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
დამოუკიდებლობის დღიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. სამი წლის თავზე, 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა.
ჩვენს ქვეყანას თავისუფლების ხელმეორედ მოსაპოვებლად 70 წელი დასჭირდა. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ძალაში 1991 წლის 9 აპრილს შევიდა. სწორედ ამ დღიდან მოყოლებული აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
Etaloni.ge დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
ასევე დაგაინტერესებთ:
1918 წელი, 26 მაისი, საღამოს 5 საათი და დამოუკიდებლობის აქტის მიღება
როგორ აღინიშნა დამოუკიდებლობის პირველი იუბილე - ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა