მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წიგნის საერთაშორისო დღეს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისგან.
ბავშვებმა პედაგოგებს გააცნეს თავიანთი საყვარელი წიგნები. ზოგიერთმა მათგანი კი ამ წიგნების შესახებ თანასკოლელებს ესაუბრა. მე-2 კლასის მოსწავლეებმა: ნატალია ზვიადაძემ და ილია ლექვინაძემ, მე-3 კლასის მოსწავლემ - ანასტასია კუჭუხიძემ, მე-4 კლასის მოსწავლე დავით ბენიძემ და მე-6 კლასის მოსწავლე ლილე ჩხაბერიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თავიანთი ბიბლიოთეკა. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებზე, ანასტასიამ ინგლისურად, ხოლო დათუნამ ფრანგულ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები თავიანთი საყვარელი წიგნებიდან.
„მადლობა ყველა ჩვენს მოსწავლეს ვინც აქტიურობს და თანამშრომლობს სკოლათან მათ მასწავლებლებს. ჩვენ ერთად საინტერესო და ლამაზ დღეებს ვჩუქნით ჩვენი სკოლის საზოგადოებას და ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი მუშაობით. მადლობა ჩვენს მშობლებს, რომლებიც დიდი სიყვარულით თანამშრომლობენ სკოლასთან“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც