მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის XIგ კლასის მოსწავლემ, თინათინ გელაზანიამ კონკურში -„ეს ქვეყანა შენია“ ესე წარადგინა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. გთავაზობთ მოსწავლის ნამუშევარს:
„სულ საქართველოს ლანძღვა მესმის. რა უცნაურია ლანძღავდე ადგილს, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც სწორი თუ არასწორი ღირებულებები შეიძინე. ლანძღავდე სამშობლოს ნიშნავს ლანძღავდე დას, ძმას, დედას, მამას. საქართველო ხომ ისევ იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებთც წესით უნდა ვაღმერთებდეთ და ვადიდებდეთ. დიდმა ილიამ ერთხელ თქვა მცნება, რომელიც უდიდესია ყოველ მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“
ილიაც საქართველოა. იგი არის ისტორია, რომელიც თაობებს აერთიანებს. იგი მარტოდმარტო დაიტირებდა თავის ბედკრულ სამშობლოს, როგორც მისივე ოთარაანთ ქვრივი თავის უიღბლო ერთას. მას უყვარდა საქართველო და თან სძაგდა ის ქვეყანა, რადაც გახადა ამ ბედკრულმა დროებამ. დიახ, იგი პირდაპირ თუ ირიბად ლანძღავდა ქართველობას, მაგრამ მხოლოდ ერთი მიზნით - უკეთესი გაეხადა იგი.
მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა, მხოლოდ ეს გადაარჩენდა იმდროინდელ უღმერთო საქართველოს, მან ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ მოქმედებით ცდილობდა გადაერჩინა მრავალსაუკუნოვანი წარსული და შეექმნა მყარი საფუძველი ხარისხიანი მომავლისთვის“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც