სიახლეები
სკოლები

„სულ სხვაგვარად მინდოდა გამომეხატა ჩემი სიყვარული“ - ზესტაფონის N7 სკოლის პედაგოგი ნანა მელაძე სადამრიგებლო კლასს ემოციურად გამოემშვიდობა
26-05-2020
-
+


ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებს დამრიგებელი სიყვარულით და თბილი სიტყვებით აცილებს სკოლიდან. პედაგოგმა ნანა მელაძემ დამამთავრებელ კლასს გამოსამშვიდობებელ წერილთან ერთად ვიდეოკოლაჟიც მიუძღვნა და ერთად გატარებული წლები გაიხსენა.

„ჩემო „მარგალიტებო!“
8 წელია გულზე ღილებად მაკერიხართ. მიჭირს თქვენთან განშორება, თანაც ასე...
სულ სხვაგვარად მინდოდა გამომეხატა ჩემი სიყვარული, თვალებაციმციმებულებისათვის სკოლის დამთავრება თვალცრემლიანს მომელოცა, მინდოდა მთელი სკოლა მოგფერებოდათ, გზები დაელოცათ... ახლაც გეფერებით, მომავლის სავალ გზებს დაგილოცავთ...

დამერწმუნეთ, მეც ძალიან მიმძიმს, ტრადიციულად ლამაზად რომ ვერ გაცილებთ... რას ვიზამთ, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ეს უსიამო დღეები მოგონებად დარჩება... თქვენ კი, ჩვენი სკოლის ფრთებქვეშ გამოზრდილნი, ცხოვრების ფართო და ნათელ გზებს თავაწეულნი გაუყვებით, სტუდენტობის ფერად წლებს წარმატებით დააგვირგვინებთ, ქვეყნის სასიკეთოდ დაიხარჯებით, მამულის გასახარად ივლით...

სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, არ დაივიწყოთ ის ადამიანები, რომლებმაც საფუძველი მოგცეს იმისა, რომ ცხოვრება ლამაზად მოგეწყოთ! არ დაივიწყოთ თქვენი მეგობრები, მათ მუდამ დასჭირდებათ თქვენი თანადგომა, თქვენ-მათი...

მე, როგორც თქვენი დამრიგებელი, ვცდილობდი, სინათლის შუქით გამებრწყინებინა თქვენი სასკოლო ცხოვრება, თქვენამდე მომეტანა ცხოვრების მთავარი სათქმელი, მზე ყველას სარკმელთან ამომეყვანა, სითბოთი სავსე ხურჯინი თითოეული თქვენგანისათვის გამენაწილებინა...შეიძლება სადმე შეცდომაც გამეპარა, მაგრამ არ არსებობს შეცდომა, რომელსაც ვერ გამოასწორებ...

მე მუდამ თქვენს მასწავლებლად დავრჩები და ვეცდები, მზე უკუნეთშიც ამოვიყვანო! ამიტომ გჯეროდეთ, გწამდეთ, როცა არ უნდა დაგჭირდეთ, ნებისმიერ დროს, სკოლასა თუ სახლში, გელოდებათ თქვენი ნანა მასწავლებელი, როგორც ერთგული მეგობარი, მოსარჩლე, თქვენი სევდისა და ლხინის თანაზიარი...

ჩემი სულიდან სიყვარულითა და რუდუნებით აფრენილნო, ლოცვით გაჯერებულნო, კუწკუწებო და კუნწულებო, დიდებო და ვაჟკაცებო, მიყვარხართ და მეიმედებით!

ღმერთმა ინებოს და ლაღად გატაროთ ამ კურთხეულ მიწაზე თქვენს ფაქიზ და ამაყ სულებში ამონთებული ოცნებების გასაბრწყინებლად!!!

იარეთ მამულის გასახარად!!!“- წერს დამრიგებელი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება