სიახლეები
საინტერესო

რაზე მიგვანიშნებს პლასტმასის პროდუქციაზე მითითებული ნიშნები - ვისწავლოთ უსაფრთხო პლასტმასის შერჩევა
03-09-2017
-
+


პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. პლასტმასის ჭურჭელი პრაქტიკულიცაა, იაფიც და მსუბუქიც, მაგრამ რის ხარჯზე ვიღებთ ამ ''სერვისს''? 

რამდენად მავნებელია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რა სახის დანამატებს შეიცავს და როგორ უნდა გავარჩიოთ პლასტმასის პროდუქცია?!

არსებობს 7 ძირითადი ტიპის პლასტმასი. ისინი კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ რა სახის პროდუქცია მზადდება მათგან და შეიძლება თუ არა მათი ხელახალი გამოყენება ან გადამუშავება. 

ნებისმიერი პლასტმასის პროდუქციას, ძირზე აქვს სამკუთხედის ფორმის ნიშანი. სამკუთხედის შიგნით წერია ციფრი 1-დან 7-ის ჩათვლით. ეს არის იდენტიფიკაციის კოდი, რომელიც გვეუბნება თუ რა ტიპის პლასტმასი არის გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში.




1. PET ან PETE

PET ან PETE - გამოიყენება სასმელი წყლის, გამაგრილებელი და სხვა სასმელების ბოთლების წარმოებაში. მათი ერთჯერადად გამოყენება უსაფრთხოა, ხოლო მრავალჯერადი გამოყენებისას ამ ტიპის პლასტმასი გამოიყოფს მძიმე მეტალებს, რომლებიც ადამიანის ჰორმონულ ბალანსზე მოქმედებენ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის არის.

2. HDP ან HDPE

HDP ან HDPE - მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენია, რომელიც არ გამოყოფს ქიმიკატებს. იგი ცნობილია, როგორც პლასტმასის ყველაზე უსაფრთხო სახეობა. ამ ტიპის პლასტმასის ბოთლები ფართოდ გამოიყენება კვების პროდუქტების შესაფუთად. მაგალითად, რძის პროდუქციის, კარაქის, მარგარინის, ცხიმების, ზეთის და ა შ. გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს კვების მრეწველობაში. როგორც წესი, ხდება ამ ტიპის პლასტმასის გადამუშავება.

3. PVC ან V

PVC ან V - გამოიყენება დრეკადი საგნების, საბავშვო სათამაშოების და სხვა ნივთების, მაგალითად საცურაო აუზის ინვენტარისთვის. PVC ან V ცნობილია, როგორც ''მომწამლავი'' პლასტმასი, რადგან შეიცავს სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებას, მათ შორის ტყვიასა და ფტალატებს. ფტალატები ენდოკრინული ცვლილებების, რეპროდუქციული პრობლემების, ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი ნაერთებია. (PVC) არ გამოიყენება მეორადი გადამუშავებისათვის.

4. LDPE

LDPE - გამოიყენება პოლიეთილენის პარკებისათვის, ბოთლების დასამზადებლად და ასევე ნახევარფაბრიკატი პროდუქციის შესაფუთად. ცნობილია, როგორც ნაკლებად ტოქსიკური და მისი გამოყენება შედარებით უსაფრთხოა.

5. PP

PP - პოლიპროპილენი არის მსუბუქი, გამძლე, დრეკადი და სითბოს მედეგი. იგი გამოიყენება ''ჩიფსების'', სიროფების, იოგურტების შესანახად. მისი მეორადი გამოყენება არის უსაფრთხო.

6. PS
 
PS - პოლისტირინი ძალიან მსუბუქი, იაფი პლასტმასია. ხშირად გამოიყენება ყავის ჭიქებად და სწრაფი კვების კონტეინერებად. გაცხელებისას ის საშიშ ქიმიურ შენაერთებს გამოყოფს. სასურველია, მოვერიდოთ კოდი N6 პლასტმასის მეორად გამოყენებას.

7. PС

PС - პოლიკარბონატები პლასტმასის ყველაზე საშიში სახეობაა. გამოიყენება წყლის ბოთლებად, საკვებ კონტეინერებად, კომპიუტერების წარმოებაში. ამ ჯგუფის პლასტმასები პოლიკარბონატებთან ერთად შეიცავენ ბიფენილს bisphenol A (BPA), რომელიც არის ტოქსიკური ნაერთი და ცნობილია, როგორც ენდოკრინული სისტემის გამანადგურებელი.

სანამ პლასტმასის პროდუქციის გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დააკვირდით პროდუქციის ძირზე მითითებულ ციფრებს (ნიშნებს). კონტეინერზე კოდის არარსებობის შემთხვევაში, მასში არსებული საკვების ან სასმელის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. გადაყარეთ დაკაწრული, დასერილი, დაზიანებული პლასტმასის საკვები კონტეინერები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება