მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„აფხაზეთობა-2020“ - ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში 23 მაისი - აფხაზეთის დღე აღნიშნეს.
სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებლები (შ. ყურაშვილი, მ. თოლორაია, თ. მებონია, ლ. ლეჟავა), მასწავლებლები და მოსწავლეები ამ დღისათვის ყოველთვის საგანგებოდ ემზადებიან.
„I, II, III და IV კლასების მოსწავლეებმა იციან, დედამ უთხრა, მამამ უამბო, მასწავლებელმა აუხსნა, რომ აფხაზეთში ყველაზე ლურჯი ზღავაა, ზღვაზე თეთრი თოლიები, ტალღებში დელფინები... რომ აფხაზეთში ყველაზე ცისფერი, უღრუბლო ცაა და ცაზე ყველაზე უფრო ოქროსფერი მზე, ყველაზე მწვანე და ლამაზი პალმებია... აფხაზეთში ისეთი სურნელია, რომელიც ვერცერთ აფხაზეთელს ვერსად ვერ შეუგრძნია - ასეთი ზღაპრულია მათი დედააფხაზეთი... და მათ წარმოსახული „ჩემი აფხაზეთი“ დახატეს....
მე-10 კლასის მოსწავლე მიხეილ სილაგავამ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ნახატებისგან გააკეთა ვიდეოკოლაჟები და ონლაინ გამოფენა მოუწყო სკოლის ვებ-გვერდზე.
მადლობა, აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს, მათ ახსოვთ, უყვართ, იციან, რომ აფხაზეთი ჩვენი სახლია და ჩვენ დავბრუნდებით!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც