მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N20 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის „მისალოცების“ წევრებმა ცნობილი ნამუშევრები „გააცოცხლეს“.
მოსწავლეები ლოს ანჯელესის The J. Paul Getty-ს მუზეუმის გამოწვევას შეუერთდნენ. მოსწავლეებისთვის ყველაზე მეტად სასიხარულო კი ის აღმოჩნდა, რომ მუზეუმმა მოსწავლეთა ნამუშევრები თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„მსოფლიო პანდემიის გამო ადამიანები სახლში გამოვიკეტეთ და იზოლაციაში მყოფები დროის გაყვანის მიზნით ათასგვარ ხერხს მივმართავთ. ასე წავაწყდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოწვევას გაგვეცოცხლებინა ცნობილი მხატვრების ცნობილი ნამუშევრები. ყველაფერი ლოს ანჯელესის The J. Paul Getty-ს მუზეუმმა დაიწყო. ადმინისტრაციამ ხელოვნების მოყვარულებს სთხოვა გაეცოცხლებინათ საყვარელი შედევრები, რომელმაც მალე მთელი სოფლიო მოიცვა. ასე შევთავაზე ჩემი შვილის ქართულის მასწავლებელს: ქალბატონ ირმა დავითაძეს, რომელიც ასევე მე-20 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის „მისალოცების“ დამფუძნებელია ეს გამოწვევა განეხორციელებინათ. თავდაპირველად თითქოს მხოლოდ გართობას ისახავდა მიზნად, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ემსგავსო გენიალურ ადამიანებს თუნდაც მცირედით ძალიან რთულია და თუ კი ეს შეძელი შედეგი ნამდვილად ამაღელვებელია. ხელოვნება ხომ გამოწვევაა და ინტელექტუალური თავსატეხი. კლუბის პატარა გენიოსებმა საოცრად აიტაცეს გამოწვევა და გააცოცხლეს შედევრები. ყველაზე მეტად სასიხარულო კი ის აღმოჩნდა რომ მუზეუმმა თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პატარა ბათუმის პატარა გენიოსების ნამუშევრები და ამითი უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭა იმ ხალხს რომელთაც არც კი შეხვედრილა, ეს კი შთააგონებს ადამიანს რომ აღმოსაჩენი ჯერ კიდევ ბევრია და რაც უფრო მეტია პროგრესი მით უფრო მეტია წარმატება ყველა სფეროში .
და ბოლოს, ხელოვნება - ეს არის ის რაც ადამიანს აძლევს ფართო შესაძლებლობებს გადმოსცეს ემოცია და ჩავწვდეთ სიღრმისეულად . ჩვენ კი ამ გამოწვევამ კიდევ უფრო მეტად მოგვცა საშუალება ვცნობდეთ: სალვადორ დალის, ვენეტოს, მოდილიანს...“,- აღნიშნავს მოსწავლის მშობელი.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც