„თავისუფლებას ჩვენი ცხოვრების უმთავრეს მონაპოვრად მოვიაზრებთ“-დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩანახატს გვიზიარებს
27-05-2020
დაკოპირებულია
-
+
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნინო ხარაბაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩანახატი მიუძღვნა, რომელსაც გვიზიარებს:
„დროშები ჩქარა... დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება, რადგან 1918 წლის 26 მაისს ქართველებმა დიდი ხნის ნანატრი, „ყველა ნაყოფზე უფრო ტკბილი ნაყოფი“ -თავისუფლება მოიპოვეს. აღდგა 117 წლის გაუქმებული სახელმწიფოებრიობა და მაინც,იბადება კითხვა-რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება? ამ ფენომენისთვის ქართველები მარადჟამს იბრძოდნენ, რადგან თავისუფლებას ჩვენი ცხოვრების უმთავრეს მონაპოვრად მოვიაზრებთ. ამის თქმა თამამად შეგვიძლია ისტორიაზე დაყრდნობით. ამაზე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის ჰიმნი „თავისუფლება“. სადაც განუწვეტლივ მეორდება „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. საქართველოს თავისუფლების მოტრფიალე არაერთი მწერალი თუ პოეტისთვის იყო, არის და იქნება ქვეყნის მამოძრავებელი ძალა. ძალა, რომელიც დამოუკიდებელია მარწუხებისაგან. ის არის მიზეზიც და მიზანი მარადიული ბრძოლისა. დროშები ჩქარა... ჩემთვის თავისუფლება ასოცირდება გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებთან „თავისუფლება სულს ისე მოსწურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს-წყარო ანკარა!“ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? რადგანაც „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნის“ ილია ჭავჭავაძე ყოველთვის მოუწოდებდა მკითხველს „თავისუფლების შოვნაი სჯობს, საშოვნელსა ყოველსა“, რადგანაც მან კარგად იცოდა, რა იყო ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის უკეთესი. ჩვენც, ქართველები, თავის მხრივ ვიბრძოდით ამისთვის, რადგანაც „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“. მე ამ ღირსეული პოეტებისა თუ მწერლების იდეებით გამსჭვალულს, კარგად მაქვს გააზრებული, რამდენად დიდი დღეა ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დროშბი ჩქარა...“
დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნინო ხარაბაძე.