მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესს სახალისოს და საინტერესოს ხდიან. ამჯერად, სკოლის წარმომადგენელი ერთ-ერთ მოსწავლეზე, ზურა ჯოხაძეზე გვიყვება:
„მინდა გაგაცნოთ ერთი ჭკვიანი და სიყვარულით სავსე ჩვენი პატარა მეგობარი, მე-5 კლასის მოსწავლე ზურა ჯოხაძე. ზურა გატაცებულია ხატვით, ხშირად გვიგზავნის თავის ნახატებს, მონაწილეობას იღებს სასკოლო თუ საქალაქო კონკურსებში. მან მონაწილეობა მიიღო იმერეთის მხარის მხატვართა კონკურსში ბუნების დაცვის კუთხით და მისმა ნახატმა -„გავუფრთხილდეთ წყალს“ დიდი მოწონება დაიმსახურა.
მას შემდეგ, რაც ონლაინ გაკვეთილები დაიწყო ზურა აქტიურობს ინტერნეტ სივრცეში, ხშირად აქვეყნებს დამატებით რესურსებს სვადასხვა საგნებში. ზურამ გამოთქვა სურვილი, რომ მის მოძიებულ დამატებით მასალებს საგანში: „ჩვენი საქართველო“, გაცნობოდნენ მისი თანატოლები და გამოეყენებინათ გაკვეთილების მომზადების დროს.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ზურას და მის მშობლებს, განსაკუთრებით კი ზურას დედიკოს - ზეინაბ ჯოხაძს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სკოლასთან და გვიგზავნის ფოტომასალებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც