სიახლეები
სკოლები

კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს
27-05-2020
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დისტანციურად აღნიშნეს. მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ. მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად ეროვნებისა, უდიდეს დღესასწაულად მიგვაჩნია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. ამ დღეს არც ემოციების და არც მილოცვების გარეშე არ ვხვდებით. წელს, საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ დისტანციურ რეჟიმზე გადაგვიყვანა და, გადავწყვიტეთ, ეს დღეც დისტანციურად აღგვენიშნა კარწახის საჯარო სკოლაში. გასაოცარი იყო მოსწავლეთა ჩართულობა, მათ ემოციურად წარმოთქვეს საქართველოს ჰიმნი. ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები და სიმღერები სამშობლოზე. ქართული ენის მასწავლებელი თამარ კვინიკაძე ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა მოსწავლეებს. დიახ, თუ გული გულობს, დისტანციურადაც შეიძლება დღე გაულამაზო მოსწავლეებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ღონისძიება მოამზადეს ქართული ენის მასწავლებლებმა, თამარ კვინიკაძემ და ვენერა მიქელაძემ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება