მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკის ქალაქ მემფისში (ტენესის შტატი) კორონავირუსის პანდემიის გამო გამოსაშვები ღონისძიების გარეშე დარჩენილ კოლეჯის კურსდამთავრებულ ქალიშვილს მამამ დიპლომის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი მოუწყო. ამის შესახებ 9GAG წერს.
ტორენს ბერსონი ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მისი ქალიშვილი გებრიელი ამ მომენტს მთელი ოთხი წელი ელოდებოდა. მამის თქმით, იგი მთელი ამ დროის განმავლობაში ოცნებოდა ამ დღეზე, საზეიმო ატმოსფეროში თუ როგორ ავიდოდა სცენაზე და ქსავიეს უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებდა.
სანამ გებრიელი სწავლას დაამთავრებდა პანდემიამ აშშ-მდე მიაღწია და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს წელს გამოსაშვები ღონისძიება არ ექნებოდათ. ამან მთელი ოჯახი გაანაწყენა, მაგრამ გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს ქალიშვილისთვის დღესასწაული საკუთარი ძალებით მოეწყოთ. ტერენსმა სახლის ეზოში მეზობლების დახმარებით, უნივერსიტეტის სიმბოლოკით ნამდვილი სცენა ააწყო და სადღესასწაულოდ გააფორმა.
დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე, რომელიც ეზოში შედგა, გებრიელს ულოცავდნენ შემთხვევითი გამვლელებიც. ასეთი დღესასწაულის შემდეგ საკუთარი გრძნობების აღწერისას, გოგონამ აღნიშნა, რომ ეს ნამდვილ ცერემონიალზე უკეთესიც კი იყო, უფრო პირადი, მიზანმიმართული და ყველაზე ახლობელი ადამიანების - მშობლების გარემოცვაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა