სიახლეები
სკოლები

გაიცანით წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლე ელენე ხაინდრავა - პატარა მსახიობი, მხატვარი და დეკლამატორი
28-05-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სასწავლო პროცესში და საინტერესო აქტივობებსაც ახორციელებენ. ამჯერად, სკოლის წარმომადგენელი ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლის, ელენე ხაინდრავას შესახებ გვიყვება:

„ეს ლამაზი გოგონა ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ელენე ხაინდრავაა. იგი აქტიურადაა ჩაბმული ონლაინ სწავლებაში, ამზადებს დამატებით სამუშაო რესურსებს გაკვეთილისთვის. ელენიკო ასევე ჩართულია არასაგაკვეთილო დროს სხვადსხვა სასკოლო აქტივობაში. იგი მონაწილეობას იღებდა სასკოლო კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, როგორც პატარა მსახიობი, მხატვარი და დეკლამატორი. მან დედიკოს მონიკა ბენდელიანის დახმარებით სახლში მოაწტო პატარა თეატრი და წარმოგვიდგინა ვიდეოს საშუალებით, ი.გოგებაშვილის „ჯიუტი თხების“ ინსცენირება ნახატების საშუალებით, გვიგზავნის ნახატებს, აკეთებს კოლაჟებს, დედაენის დღეს გაგვაცნო თავისი საყვარელი წიგნები და სხვ. წარმატებები ელენეს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორ განისაზღვრება მითითებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან რომელზე უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება აბიტურიენტმა?

ახალი სასწავლო წლის საათობრივი ბადე მე-12 კლასისა და საშუალო საფეხურისთვის

როდის უნდა დაბრუნდნენ სკოლაში პედაგოგები და სხვა თანამშრომლები - სამინისტრო განმარტავს

რა შემთხვევაში მიიღებენ ოჯახები 350-500 და 800-ლარიან დახმარებას - ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება