მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს ბუთქუნას დაიკოს დაბადების დღეა და პატარა ძამიკოც მისთვის არჩევს საჩუქარს. გაინტერესებთ, რა სიურპრიზს მოუწყობს საყვარელი ბუთქუნა მზიას და როგორ დასრულდება მისი მოგზაურობა საჩუქრის საძებნელად? - მაშინ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ, რომელსაც etaloni.ge ექსკლუზიურად გთავაზობთ.
სანამ ამ საინტერესო თავგადასავალში, ბუთქუნასთან ერთად, ზოოპარკში იმოგზაურებთ, მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით, ვინ არის ბუთქუნა და რატომ უნდა იცნობდე მას.
„ბუთქუნა და მეგობრები“ - არის „ეტალონის“ ავტორის გოჩა ტყეშელაშვილის მიერ გამოცემული წიგნების სერია, რომელიც უკვე წლებია პოპულარობით სარგებლობს და ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
ბუთქუნა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც ძალიან უყვარს თამაში და მხიარული თავგადასავლები. ბუთქუს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, რომელთა ნაწილს წინა სერიებში: „ბუთქუნამ ჩიტუნა გადაარჩინა“, „ბუთქუნა - ესტრადის ვარსკვლავი“, „ბუთქუნა მშენებლობაზე“, უკვე შეხვდით. დღეს კი „ბუთქუნას საჩუქარი“-ს წაკითხვის დროა.
აღნიშნული წიგნების სერია გაყიდვაში აღარ არის, რადგან ტირაჟი სრულად ამოწურულია. სწორედ ამიტომაც, ჩვენი საიტი გაძლევთ შესაძლებლობას, ელექტრონულად გაეცნოთ ილუსტრირებულ წიგნს, წაუკითხოთ თქვენს პატარებს, დაათვალიერებინოთ ნახატები, ამოუბეჭდოთ გასაფერადებლები და მათთან ერთად დრო საინტერესოდ და სასარგებლოდ გაატარეთ.
იხილეთ წიგნის ელექტრონული ვერსია და ჩამოტვირთეთ გასაფერადებლები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება
იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
ღია გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი, შემეცნებითი პრეზენტაცია