მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტში „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ მონაწილეობას.
პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას და გამჭოლი კომპეტენციების (ეკოლოგიური წიგნიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება) განვითარებას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში ერთდროულად ჩატარდება.
ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები წყვილში, შესაბამისად, პროექტში მონაწილეობა აღნიშნული საგნის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ. გაკვეთილი მიმდინარე წლის 25-29 სექტემბერს ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოში მესამედ ხორციელდება.
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 4 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს
ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა