მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დღეს ჩემი საქართველო აქ არის!“-ქობულეთის მუნიციპალიტეტის შუაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული პოეზიის საღამო მიუძღვნეს. პროექტის ხელმძღვანელი იყო ისტორიის მენტორი მასწავლებელი მერი ბეჟანიძე.
„წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულია, რადგან კორონავირუსის პრევენციისათვის მოწოდებამ „დარჩი სახლში“ მთელი საქართველო შინ დატოვა, ამიტომ „დღეს ჩვენი საქართველო აქ არის“ - ყველა ქართველის გულში.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ისტორიის მენტორი მასწავლებელი მერი ბეჟანიძე. მოსწავლეებმა: დიანა ქათამაძემ, რეზო რევაზიშვილმა, ნიკა გოგიტიძემ, ლაშა ბერიძემ, გვანცა ვაშაყმაძემ, თინა და მიხეილ თედორაძეებმა წაიკითხეს ლ. ასათიანის, მ. მაჭავარიანის, გ. ლეონიძის, გრ. აბაშიძის, მ. გელოვანის და სხვათა ლექსები, მოკლედ მიმოიხილეს საქართველოს 3 000 - წლოვანი ისტორია და სიამაყით აღნიშნეს, რომ მაშინ, როცა უზარმაზარი იმპერიები გააქრო დროთა მსვლელობამ, პატარა საქართველო დღესაც ფეხზე დგას.
მოსწავლეთა გულების უნაზესი სიმები პატრიოტულმა გრძნობებმა ჰარმონიულად ააჟღერა და მათი ეროვნული ცნობიერება გაამძაფრა... სწორედ ეს იყო ამ ღონისძიების მიზანი. სკოლის დირექტორმა ლალი კირჩხელმა ყველა მონაწილე სერტიფიკატით დააჯილდოვა“,-აღნიშნავს პროექტის ორგანიზატორი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც