სიახლეები
საინტერესო

რამდენს იღებენ განათლების მინისტრები და პედაგოგები მსოფლიოში და რა ანაზღაურება აქვთ საქართველოში?
02-06-2020
-
+


განათლება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, განათლების მინისტრობა კი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე.

საქართველოში მინისტრის ხელფასი 6 250 ლარს შეადგენს. პედაგოგების ანაზღაურება კი საათებისა და სტატუსების მიხედვით ითვლება. მასწავლებლის ერთ საათის ანაზღაურება 24 ლარს შეადგენს, რასაც სტატუსის მიხედვით სხვადასხვა დანამატი ემატება: 

უფროსი მასწავლებლისათვის - 470 ლარი;
წამყვანი მასწავლებლისათვის - 850 ლარი;
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის - 1150 ლარი.

საინტერესოა რამდენს გამოიმუშავებენ განათლების მინისტრები და პედაგოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:

                                                                                         ფინეთი

ფინეთი - არის ქვეყანა, რომელმაც დაახლოებით ოცი წლის წინ საგანმანათლებლო რეფორმა წარმატებით განახორციელა და მას შემდეგ PISA-ს მსოფლიო რეიტინგის ლიდერებშია. კერძოდ, PISA 2018-ს ნუსხაში ფინეთმა, ესტონეთთან და კანადასთან ერთად უმაღლესი პოზიცია დაიკავა. 2019 წლის მდგომარეობით, ფინეთის მთავრობის მინისტრი თვეში 10 147 ევროს იღებს.

რაც შეეხება პედაგოგთა ანაზღაურებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, 15 წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლის საშუალო ხელფასი, 2018 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში თვეში 3-3,5 ათას ევროს შეადგენს.

სახელმწიფომ მასწავლებლის პროფესია ძალიან პრესტიჟულად აქცია. მასწავლებლებს მაღალი სოციალური სტატუსი აქვთ, პედაგოგიურ სპეციალობაზე კი დიდი კონკურსია - ათიდან მხოლოდ ერთი კანდიდატი ირიცხება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სკოლებში ყველაზე ნიჭიერი კურსდამთავრებულები მიიზიდონ. პედაგოგებისგან ელიან უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ევროპული ხელფასის სტანდარტებით ფინელი მასწავლებლის ხელფასი - საშუალოა, მაგრამ ეს პროფესია ძალიან პატივსაცემად ითვლება.

                                                                              კანადა

კანადის მინისტრის ხელფასი წელიწადში საშუალოდ 112 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. კანადელი მასწავლებლის ხელფასის ოდენობა კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პროვინციაზე, რომელშიც ის მუშაობს და ასევე შრომით სტაჟზე.

ონტარიოს პროვინციის განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით საშუალო სკოლის მასწავლებლებმა 2018-2019 წლებში წელიწადში თითქმის 90,5 ათასი კანადური დოლარი აიღეს, მაღალი კლასების მასწავლებელმა კი - დაახლოებით 93 000 კანადური დოლარი.

                                                                          პოლონეთი

2019 წლის გაზაფხულზე პოლონელმა პედაგოგებმა ქვეყნის 22 ქალაქში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მასობრივი აქციები მოაწყვეს. იმ დროისთვის პოლონელი მასწავლებელი თვეში საშუალოდ 3-დან 5,5 ათას ზლოტის (დაახლოებით 2,250-4,100 ლარებში) იღებდა. პოლონეთის ახალმა განათლების მინისტრმა დარიუშ პიონტკოვსკიმ, რომელიც ადრე თავადაც მასწავლებლად მუშაობდა ქალაქ ბელოსტოკში, პედაგოგებს ხელფასების გაზრდას 2020 წლის სექტემბრიდან 6%-ით ჰპირდება.

ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით, საშუალო ანაზღაურება პოლონეთის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელ პოზიციებზე დაახლოებით 9 ათას ზლოტის შეადგენს, რაც დაახლოებით 6700 ლარია.
 
                                                                            სინგაპური

2015 წელს სინგაპური PISA-ს რეიტინგში ყველა კომპონენტით აბსოლუტური ლიდერი იყო, ხოლო 2018 წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამავე დროს სინგაპურის მაღალჩინოსნები იღებენ ლამის ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მსოფლიოში.  სინგაპურის პრემიერ-მინისტრი დაახლოებით 3 მლნ დოლარს იღებს წელიწადში, ხოლო მინისტრები 1,5 -დან 2,3 მლნ დოლარს. მაგრამ სინგაპურელი მინისტრების ხელფასები დიდად არის დამოკიდებული მათი სამინისტროების მიღწევებზე - თუ მინისტრმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, მან შესაძლოა მიიღოს მნიშვნელოვნად ნაკლები ანაზღაურება - 1 მლნ დოლარი წელიწადში.

საშუალო სკოლის სინგაპურელი მასწავლებლის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 50 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.

                                                                                სომხეთი

ოფიციალური დოკუმენტებით სომხეთის მინისტრის ხელფასი თვეში თითქმის 800 ათას სომხურ დრამს შეადგენს, ეს დაახლოებით 1670 ამერიკული დოლარია.

რაც შეეხება პედაგოგებს, შარშან სომხეთის მთავრობა მათ შეჰპირდა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის მინიმალური ხელფასი არანაკლებ 108 000 დრამი გახდება, რაც დაახლოებით 225 დოლარია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება