სიახლეები
სკოლები

„დედამიწავ, იტრიალე!“ - ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე მარიამ დანელიამ პანდემიაზე მოთხრობა დაწერა
28-05-2020
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ VIII კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ, მარიამ დანელიამ პანდემიასა და მის შედეგებს მოთხრობა მიუძღვნა. მოსწავლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ხარშილაძეა.

დედამიწავ, იტრიალე!...

სიო ამოვარდა...მარტის თვე იყო მახსოვს...  არ იყო ეს სიო წინანდელივით ანცი და საამო! ...თითქოს შავი მანტია ებურა, დაუნდობელი იყო და იდუმალი!...არ მშორდებოდა...თან დამსდევდა, თითქოს მისი მკლავების მოხვევის ძალასაც ვგრძნობდი... რაღაც შეცვალა მისმა გამოჩენამ ქალაქში... შიში დაანთხია და გაანაცრისფერა ადამთა ფიქრები...სიჩუმე დააბიჯებდა  ხილულ სამყაროში უხილავი  სხეულით და ბედნიერებას გვტაცებდა ყველას... ჩემმა იდუმალმა სტუმარმა, უფრო კი ჩემს მეში ჩასახლებულმა და შემოჭრილმა სიომ, ერთ საღამოს  მოსალოდნელ ქარიშხალზე მიამბო!...თითქოს გამაფრთხილა:  სიკვდილის აჩრდილი გიახლოვდებათო!...    მსოფლიო პანდემიამ მოიცვა! ...

დააბიჯებდა სიკვდილი ცელით და  ადამიანებს  სიცოცხლეს ართმევდა... პლანეტა დაავადდა...ცრემლებად დაიღვარა ბებერი მთვარე და მზემაც შესუდრა სხივები ცარგვალზე....

სევდამ და მონატრებამ ჩვენს სხეულებში შემოაღწია, რომელიც სულით ხორცამდე გვჭამდა...პატარა გული კიდევ უფრო მეკუმშებოდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მზარავდა სარკმლიდან გადახედვა... ტკივილით მესერებოდა გული ცარიელი ქუჩების ხილვისას....უმოძრაო თვალებით  და გაყინული გულებით წარმომედინა  ადამიანები  სიცოცხლე დაკარგულ სამყაროში...

მაგრამ იმძლავრა სიცოცხლემ სიკვდილზე...ზეცის სარკეში მზე ვიხილეთ !... ძალუმად შეიბერტყა კალთა გვიანდელმა გზაფხულმაც და პანდემია  ქარს გააყოლა...

შევცქერი არემარეს და თავს კმაყოფილად ვგრძნობ... „ბუნება ხომ კვებავს მთელს სამყაროს“! ...და მეც მახარებს მისი კარგად ყოფნით! ...

საბოლოოდ ამ დიდმა განსაცდელმა გამააზრებინა, რომ „ყველაფერს აქვს დასასრული და გამოსავალი“... სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს  ბოროტებაზე... და რაც უფრო დიდია ბრძოლის ჟინი, მით უფრო  სხვა ხიბლი აქვს გამარჯვებით ტკბობასაც...

ბედნიერი ვარ, რომ დედამიწა ისევ ბრუნავს...პლანეტამ სიცოცხლე იზეიმა...ვერ დაგვიმონა და ვერ მოგვაშთო სიკვდილმა... სიხარულის ცრემლებით მევსება თვალები და ბაგეები ლოცვასავით თავისით წარმოთქვამენ გოდერძი ჩოხელის ულამაზეს ლექსს:

                                            ოღონდ ნუ იქნება:

                                     მთიულეთი - ნამთიულარი,

                                     ხევსურეთი - ნახევსურალი,

                                         ფხოვი - ნაფხოვარი,

                                            ხევი - ნახევარი...

                           კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და

                                   ნუ გახდება საქართველო

                                      ნახევრის - ნახევარი.

                                და შენ, კუზიანო დედამიწავ,

                                რამდენიც გენებოს, იტრიალე!



მოთხრობა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება