სიახლეები
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის XII კლასელი მარიამ მაღლაკელიძე სკოლას და მასწავლებლებს ემოციური წერილით ემშვიდობება
29-05-2020
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ მაღლაკელიძემ სკოლის დამთავრების ემოციებს ერთად მოუყარა თავი და წერილის სახით გადმოსცა. მოსწავლე სკოლასთან და პედაგოგებთან გამოსამშვიდობებელ წერილში იმ 12 წელს იხსენებს, რომელიც სკოლის კედლებში მეგობრებთან ერთად გაატარა.

„12,ზუსტად 12 წლის წინ შემოვაღეთ ამ დიდებული ისტორიული ძეგლის კარი და მხოლოდ ახლა, ამ გადმოსახედიდან, ამ გონებითა და ანალიტიკური უნარით შეგვიძლია შევაფასოთ მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენი პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესში.

12, ზუსტად 12 წლის წინ, ჩვენ პირველად შემოვდგით ფეხი ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში. პირველად მაშინ ვიგრძენით ამ კედლების, ამ ოთახების დიდებულება. მისი ისტორია თითქოს აქ იყო მთელი 12 წლის განმავლობაში, აქ ამ შენობაში გამოკეტილი და ცოცხალი, რადგან არც ერთი დღე ჩვენ მისი მნიშვნლობის გათავისების, გააზრების გარეშე არ გაგვიტარებია. ჩვენ კარგად გვახსოვს 12 წლის წინ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში დარჩენილი ციდა ბავშვები, რომლებიც აქეთ-იქით აცეცებდნენ თვალებს, რადგან დედის დანახვა საოცრად ეჩქარებოდათ.
ჩვენ, კარგად გვახსოვს ყოველი ზაფხული, გაწელილი 3 თვე, რომელსაც თან ახლდა გართობა, დასვენება, თუმცა არა, მაინც სკოლა გვენატრებოდა და ვხვდებოდით, რომ აქ იყო ნამდვილი მხიარულება, ნამდვილი მჩქეფარე რიტმი ცხოვრებისა, ნამდვილი თავგადასავლები და სიყვარული. ჩვენ გვენატრებოდა ჩვენი სკოლა და ზაფხულის სამი თვიდან ორს მისი დაწყების მოლოდინში, დღეების თითებზე თვლაში ვატარებდი. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვამჩნევდით განსხვავებას ამ თითებს შორის, ისინი იზრდებდნენ და ზრდასრული ადამიანის ხელებს ემსგავსებოდნენ.

ჩვენ გვახსოვს წინა ზაფხულის ემოციები, წინა ზაფხულის თითები, რომლებიც კვლავაც დროს ითვლიდნენ, თუმცა ერთ დღეს გაგვახსენდა, უფრო სწორად, გავაანალიზეთ, რომ შემდეგ ზაფხულს აღარ გვექნებოდა საშუალება სკოლის დაწყებამდე დარჩენილი დღეები გვეთვალა და ჩვენ შევწყვიტეთ დღეების დათვლა. ახლა ჩვენ გვინდოდა ეს დრო გაზრდილიყო.

მაგრამ დრო ისე სწრაფად გადის...

დღეს ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დაუსრულებლად ვუყუროთ ფოტოების სახით შემორჩენილ მოგონებებს და ვიამაყოთ ჩვენი წარსულით. გულწრფელი მადლიერება გამოვხატოთ იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის სრული შემადგენლობის მიმართ. ვუმადლოდეთ დირექციასა და თითოეულ მასწავლებელს, რომლებიც თუნდაც ერთი სიტყვით, ერთი რჩევით დაგვეხმარა, რათა ჩვენთვის გზა გაენათებინათ. განსაკუთრებული მადლობა და სიყვარული ჩვენგან ჩვენს შეუდარებელ დამრიგებელს, თამუნა ტაბატაძეს. გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სკოლა მუდამ იარსებებს ჩვენს მეხსიერებაში, როგორც სიყვარულის, მეგობრობისა და ცოდნის ტაძრის სიმბოლო".

XII კლასის მოსწავლე მარიამ მაღლაკელიძე

იხილეთ ვიდეო



წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება