სიახლეები
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლები პედაგოგ დალი ტეტემაძეს მადლობის წერილს უძღვნიან
29-05-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ტეტემაძე სადამრიგებლო კლასს, პირველ კლასელებს სასწავლო წლის დასრულებას ულოცავს.

პედაგოგის მიმართ მადლიერება გამოხატეს სადამრიგებლო კლასის მშობლებმა და წერილი გაავრცელეს. წერილში მშობლები მადლობას უხდიან სკოლის დირექტორსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც:

„მადლობა მინდა გადავუხადო I კლასის მასწავლებელ დალი ტეტემაძეს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც გააკეთა ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის.

დიდი გამოწვევის წინაშე დადგა მთელი საქართველო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დისტანციურად ჩვენ, მშობლებსაც კი შეგვასწავლა, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ონლაინ პლატფორმები, რომ ჩვენს შვილებს კომფორტულად ჰქონოდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა. მან შეასწავლა ბავშვებს ანბანი, წერა-კითხა, მათემატიკა, სიყვარული ბუნებისადმი და აზიარა ხელოვნებასა და მუსიკის ჰანგებს.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ ტარიელ მიქელაძეს, ადმინისტრაციის ყველა წევრს, რომ დროულად გვაწვდიდნენ ინფორმაციას განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ.

უღრმესი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს იმ ონლაინ პლატფორმების უმოკლეს დროში შექმნისთვის, რომლის საშუალებითაც კომფორტულ გარემოში ახერხებდნენ ჩვენი შვილები გაკვეთილებზე დასწრებას და ხარისხიანი ცოდნის მიღებას.

ბავშვები დიდი ხალისითა და მონდომებით ასრულებდნენ TV სკოლისა და izrune.ge შემოთავაზებულ ტესტებს, მადლობა მათ ამ ფასდაუდებელი შრომისთვის.

არცერთი დღე, არცერთი წუთი და წამი არ ყოფილა უნაყოფო. შეძლო ჩაეტარებინა დისტანციურად სხვადასხვა ღონისძიებები: „დედაენის დღეზე“, „9 აპრილზე“, „დედამიწის დღეზე“, „აღდგომაზე“, „26 მაისი“ და პირველი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება „ჩვენ მომავლის იმედი ვართ, გწამდეთ გჯეროდეთ“. მან ჩვენ შვილებს გმირები უწოდა, მაგრამ ის არის ჩვენი დროის გმირი. მთელი I კლასის მშობლები ვუხდით მადლობას ამ ღვაწლისთვის, „ამ მადლიან მადლისთვის გმადლობთ მასწავლებელო“.

1-ლი ბ კლასის მშობლები: დიანა ფუტკარაძე და ინდირა ბერიძე“-წერია წერილში.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება