მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წლებია, ცაგერის საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, თუმცა როდესაც მასწავლებლობა გადაწყვიტა, პედაგოგმა დედამ, პროფესიის არჩევანი, რბილად რომ ვთქვათ, არ მოუწონა - იცოდა, როგორი რთულია მასწავლებლის შრომა და ალბათ, შვილი ამ სირთულისთვის არ ემეტებოდა. თუმცა დაწყებითების მასწვალებელი იმდენად უყვარდა, მაყვალა ხუბუკელაშვილს მტკიცედ ჰქონდა არჩეული ეს გზა, რომელიც იოლი ნამდვილად არ აღმოჩნდა, თუმცა ბავშვებისა და საქმისადმი სიყვარულის ფონზე, ყველაფერი მეორეხარისხოვანიაო, გაგვიმხილა; საუბარი კი ქვეყანაში შექმნილი ვითრებითა და რთული გამოწვევებით დავიწყეთ.
- გამოწვევებს, რომელიც ზოგადად, განათლების სისტემისთვის ახალი იყო, მშვენივრად გაუმკლავდა ჩვენი სკოლა; მართალია, ბავშვების ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი ბევრი არაა და მათთანაც მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს. ვუხსნით გაკვეთილის ძირითად პრინციპებს და შემდეგ, ისევ ტელეფონით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ვუმოწმებთ ცოდნას. ასე, თანდათან, დავეუფლეთ დისტანციური სწავლების პრინციპებსაც და გეტყვით, რომ ბევრი ბავშვისთვის უფრო სახალისო აღმოჩნდა, ვიდრე გაკვეთილზე ჯდომა... მოგეხსენებათ, ბავშვებს ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან უყვართ.
- სხვათა შორის, ბევრი პედაგოგი ამბობს, რომ მოსწავლეები ენთუზიაზმით შეხვდნენ ონლაინ-გაკვეთილებს.
- ვფიქრობ, ყოველგვარ სიახლეს ბავშვები დიდი ინტერესით ეკიდებიან და გარდა ამისა, მგონი, ისიც აინტერესებდათ ჩვენ, პედაგოგები როგორ გავუმკლავდებოდით არსებულ გამოწვევებს. .
- აქეთ გაკონტროლებდნენ?
- შეიძლება, ასეც ითქვას... ყოველ შემთხვევაში, მუდმივად მზად ვარ ამისთვის, მით უმეტეს, ისეთი თაობაა, მასწავლებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ - მომთხოვნები არიან, უნდათ სიახლეები, ერთფეროვნება სწყინდებათ... კარგი თაობა მოდის - ჩვენი სკოლადამთავრებული მოსწავლეები საკმაოდ მაღალი ქულებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და შარშან, სამი მოსწავლე სახელმწიფო გრანტითაც კი ჩაირიცხა სამედიცინო უნივერსიტეტში. ასე რომ, მგონია, წარმატებით ავუბით მხარი ახალ გამოწვევებს, ახალ მეთოდებსა და ახალ ტექნოლოგებს, ჩემ ასაკშიც კი. სხვაგვარად არც შეიძლება - სანამ ხარ სკოლაში და გინდა, იყო მასწავლებელი, ყველანაირად უნდა აუწყო ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს.
- რატომ მოინდომეთ მასწავლებლობა, ქალბატონო მაყვალა?
- დედა მყავდა პედაგოგი, მაგრამ იგი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, მეც იგივე პროფესია ამერჩია... ამ პროფესიისადმი სიყვარული კი ჩემი პირველი კლასის მასწავლებელმა გამიჩინა.
- დედა რატომ იყო წინააღმდეგი?
- ამბობდა, რთულია პედაგოგის შრომაო და ალბათ, შვილი არ ემეტებოდა ამ სირთულისთვის.
- ამ გადმოსახედიდან, დედა მართალი იყო?
- ალბათ მართალი იყო... თუმცა ბავშვების სიყვარულის ფონზე, ყველაფერი მეორხარისხოვანი ხდება. გულწრფელად გეუბნებით - მიუხედავად იმ კოლოსალური შრომისა, რაც პედაგოგს აქვს, თავიდან რომ ვირჩევდე პროფესიას, იგივე არჩევანს გავაკეთებდი, იმდენად მიყვარს ჩემი მოსწავლეები და მათგანაც იგივეს ვგრძნობ - ძალიან დიდ სიყვარულს.
- ამ სიყვარულს ხელისუფლებისგან თუ გრძნობთ, ქალბატონო მაყვალა?
- სახელმწიფოსგან პედაგოგი დაფასებულია, სერტიფიცირების შემდეგ, ჩვენი ხელფასები საკმაოდ გაიზარდა, ამას ისიც ემატება, რომ ცაგერი მთიანი რეგიონია და დანამატიც გვაქვს... დიდია მასწავლებლის შრომა, მაგრამ დაუფასებელს ვერ ვუწოდებ. გვყავს ძალიან კარგი რესურსცენტრის ხელმძღვანელი - თან ჩვენი სკოლა ტერიტორიულადაც ახლოსაა და მუდმივ კონტაქტზეა სკოლის ხელმძღვანელობასთან, მასწავლებლბთან, ენერგიული, დაინტერესებული, საქმიანი და ამავე დროს საქმის მცოდნეა... და როდესაც ასეთ ზრუნვას გრძნობ, წარმოუდგენელია, იფიქრო, რომ დღეს მასწავლებლის შრომა არ ფასდება.
- პროფესიული ზრდა ახსენეთ...
- დიახ და მიმაჩნია, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. მე, პირადად, გამოცდები ჩავაბარე, თუმცა შემდეგ კრედიტქულებითაც მოხდა სტატუსის მინიჭება. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ამის გამო, მასწავლებლებმა მიატოვეს გაკვეთილები და კრედიტქულების მოძიებაზე გადავიდნენ, რაც არასწორია. ესაა ჩემი სუბიექტური აზრი - გამოცდები უნდა არსებობდეს, რადგან ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას. მართალია, თავიდან ცოტა აიჭრა სიტუაცია და ტერმინიც კი გაჩნდა - „ოროსანი მასწავლებლები“, მაგრამ პროფესიული ზრდისთვის, საგანში გამოცდა უნდა ჩააბაროს მასწავლებელმა და თუ პროფესიონალია, უნდა დადოს ნორმალური ქულა; პროფესიულ უნარებს რაც შეეხება, იქაც ბევრი საინტერესო დეტალი იყო, რომელიც შემდეგ გაკვეთილებზე შემოვიტანეთ და პრაქტიკაშიც კარგად გამოვიყენეთ. ამიტომ უნდა იყოს გამოცდები და ამის მიხედვით მიენიჭოს სტატუსი პედაგოგს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...