მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წლების წინ, როდესაც პროფესია აირჩია, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ნაქალაქარის სკოლის პედაგოგი იქნებოდა. უბრალოდ, ძალიან უყვარდა ისტორია და როდესაც ბედმა რაიონში ჩაიყვანა საცხოვრებლად, საკუთარი ადგილი მაშინვე იპოვა და წლებია ია ზარიძე თიანეთის მუნიცპალიტეტის, სოფელ ნაქალაქარის საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის მე-6-დან მე-12 კლასების ჩათვლით.
უზომოდ უყვარს ბავშვები და მათში მხოლოდ დადებითს ხედავს. მიუხედავად იმისა, სამი სადამრიგებლო კლასი ჰყავს, საკუთარ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებს და დაკისრებულ სამმაგ პასუხისმგებლობსაც ღირსეულად უმკლავდება. ია ზარიძე „ეტალონს“ იმ გამოწვევებზეც ესაუბრება, რომლის წინაშეც ფორსმაჟორული სიტუაციის გამო აღმოჩნდნენ ნაქალაქარის მოსწავლე-მასწავლებლები, თუმცა იქვე დასძენს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უდიდეს მხარდაჭერასაც გრძნობენ. „დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობისთვის და ეს უდიდესი სტიმულია ჩვენთვის; ამის გამო მადლიერები ვართ“, - გაგვიმხილა ქალბატონმა იამ საუბრის დასაწყისში და ისიც გვითხრა, როგორ წუხს, მთა რომ იცლება.
- ქალბატონო ია, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი განათლების სისტემა აღმოჩნდა, ადვილად დაძლიეთ?
- ზოგადად, ძალიან რთულია ჩვენთვის არსებულ სიტუაციასთან შეგუება - სკოლაში არ დავდივართ, ბავშვებთან არ გვაქვს ურთიერთობა... მონატრება დიდია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოსწავლეებს მივაწოდოთ სათანადო მასალები და არ ჩამორჩნენ პროგრამას.
- დისტანციურ სწავლებაში ხომ ხართ ჩართულები?
- საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენთან ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი არ არის და ამის გამო, გარკვეული ტექნიკური პრობლემები არსებობს, მაგრამ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვებთან, ტელეფონით, სოცქსელების საშუალებით... ყველაფერი კეთდება იმისთვის, მოსწავლეებმა სათანადო ცოდნა მიიღონ. სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გამო, პლატფორმები, რომლებიც განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა, სრულფასოვნად ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ, პედაგოგები კიდევ ვახერხებთ რაღაცას, ბავშვებს კი არც ხარისხიანი ინტერნეტი აქვთ და არც ტექნიკა იმისთვის, რომ ამ პროგრამებში სრულფასოვნად ჩაერთონ. .
- როგორც ვიცი, სამი სადამრიგებლო კლასი გყავთ...
- მეექვსედან მე-12 კლასების ჩათვლით, ისტორიას ვასწავლი, თუმცა იანვრიდან გეოგრაფიაც დამემატა... მყავს სამი სადამრიგებლო - მე-6, მე-7 და მე-11.
- შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გასამმაგებულია, არ მეთანხმებით?
- რა თქმა უნდა, რთულია, რადგან საქმე სხვადასხვა საფეხურს ეხება, თუმცა იმდენად კარგი ბავშვები გვყავს, მათთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა.
- არადა, ამბობენ, რთული თაობა მოდისო...
- ნამდვილად არაა ასე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ეს არ იგრძნობა.
- ქალბატონო ია, მასწავლებლობა სწორედ ბავშვების სიყვარულმა გადაგაწყვეტინათ?
- ისტორია ძალიან მიყვარდა, თუმცა მასწავლებლობა გეგმაში არც მქონია. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ აქეთ დავოჯახდი და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.
- და მიხვდით, რომ მხოლოდ მთებშია თავისუფლება?
- ვერ დაგეთანხმებით - ეს ყველაფერი პიროვნებიდან გამომდინარეა. რაც შეეხება ბავშვების სიყვარულს, იმისთვის, რომ სკოლაში პედაგოგად იმუშავო, უანგაროდ უნდა გიყვარდეს ბავშვები და საკუთარი საქმე.
- თქვენ ეს შეძელით?
- თავიდან, როგორც გითხარით, არ მქონდა გეგმაში პედაგოგობა, მაგრამ ახლა, თავი სხვა პროფესიაში ვერც კი წარმომიდგენია. ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გავამხნევებ ჩემს ბავშვებს - ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, იმედი არ დავკარგოთ და უკეთესის მოლოდინში უნდა ვიყოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...