Etaloni.ge-ს სააზროვნო თემა: დისტანციური სწავლება - გარდაუვალი მომავალი
30-05-2020
დაკოპირებულია
-
+
კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის პირობებში არც საქართველოს განათლების სისტემა აღმოჩნდა გამონაკლისი და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მთავრობამ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაკეტვისა და სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი მრავალმხრივ აღმოჩნდა გამოწვევა - სკოლებისთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის. თავი იჩინა არაერთმა ინფრასტრუქტურულმა თუ ტექნიკურმა პრობლემამ და ადამიანურმა ფაქტორმა. მართალია სკოლებს შორის არათანაბარი ხარისხით, თუმცა დისტანციური სწავლების საშუალებით საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი მაინც შედგა და ამაში ლომის წვლილი სწორედ გულანთებულ მასწავლებლებს მიუძღვით, რისთვისაც Etaloni.ge-ს საშუალებითაც არაერთი დამსახურებული მადლობა მიიღეს.
არავინ დავობს რომ დისტანციური სწავლება, გარკვეული ფორმით და ელემენტებით, სასწავლო პროცესის გარდაუვალი მომავალი იქნება. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია აღნიშნული თემის განხილვა არაერთ ჭრილში. Etaloni.ge აგრძელებს ჩვენ პლატფორმაში ჩართულ სკოლებთან ერთად სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს და სასწავლო წლის დასასრულს სწორედ დისტანციურ სწავლებაზე გვსურს თქვენთან ერთად მსჯელობა: თქვენი გამოცდილების, ნააზრევის და რჩევების მოსმენა. რადგან მიგვაჩნია მხოლოდ გაზიარებით იქნება შესაძლებელი საუკეთესო პრაქტიკების წინ წამოწევა და მეორე მხრივ - სირთულეების გადალახვა, რომელიც დაგვეთანხმებით უხვად შეხვდათ ამ პროცესში ჩართულ მხარეებს.
საინტერესოა დისტანციური სწავლების ფონზე მოტივაციის და ONLINE შეფასების ხიბლი და მათი როლი სასწავლო პროცესში. როგორ ხერხდება ან უნდა მოხერხდეს მათი პრაქტიკაში გამოყენება, დახვეწა და ქართულ რეალობას მორგება. მითუმეტეს სამომავლო ჭრილში ...
ნააზრევი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: etaloniganatleba@etaloni.ge ხოლო თუ თქვენი სკოლა ჯერ კიდევ არ არის ჩართული Etaloni.ge-ს საგანმანათლებლო-შემეცნებით პლატფორმაში მაშინ დაგვიკავშირდით: 557 54 00 60 / 577 36 99 46
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“