სიახლეები
პიროვნება

„ხშირად მგზავრობისა და საკვების ფული არ მქონია, მაგრამ მიზანს მივაღწიე“ - ლევან პოღოსიანი, ტიტულოვანი მკლავჭიდელი ქობულეთიდან
04-06-2020
-
+


სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული ბავშვობიდან აქვს, თუმცა პროფესიის არჩევაში გარკვეული როლი ფილმმა - „მთელი ძალით“ შეასრულა, სადაც მთავარი გმირი მკლავჭიდელია. მაშინ გადაწყვიტა ქობულეთელმა ლევან პოღოსიანმა სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. გარკვეული პერიოდი ქუთაისში, ბიძასთან იზრდებოდა და სწორედ მაშინ მიაკითხა სპორტულ დარბაზს. შეხედეს, შეუმოწმეს მონაცემები და მიხვდნენ, რომ ეს პატარა ბიჭი მკლავჭიდში ბევრს მიაღწევდა. ამის შემდეგ თბილისში სწავლობდა, ნაკრებშიც მიიწვიეს და როდესაც ევროპის შესარჩევზე უნდა გასულიყო, მწვრთნელმა უთხრა - ან 55 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებ, ან საერთოდ ვერ გახვალ შეჯიბრზეო. 71 კილოდან 55-ზე ჩამოსვლა მცირე დროში ადვილი არ იყო, მაგრამ არაფერს შეეპუა. ამის შემდეგ ტიტულები ერთი მეორის მიყოლებით მოიპოვა, თუმცა მისი ცხოვრების გზა ადვილი არ ყოფილა. ხშირად გზისა და საჭმლის ფულიც არ მქონდაო, -  იხსენებს Etaloni.ge-სთან ახლა უკვე მწვრთნელი ლევან პოღოსიანი, რომელმაც ყველას დაუმტკიცა - წარმატებისთვის ადამიანს თავდაუზოგავი შრომა სჭირდება და არა პატრონი. აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინ ამ შრომას დაგიფასებსო მითხრა და ინტერვიუ იმით დაიწყო, როგორ ვარჯიშობდა საკარანტინე პირობებში.

- კარანტინის დროს სახლში, ქობულეთში ვვარჯიშობდი ცოტ-ცოტას, რათა ფორმა არ დამეკარგა.

- ლევან, მკლავჭიდი რატომ აირჩიეთ?

- ბავშვობიდან მიზიდავს სპორტის ეს სახეობა; ქუთაისში ვცხოვრობდი, ბიძასთან და იქვე მკლავჭიდის დარბაზი იყო. მივედი, ვარჯიშის სურვილი გამოვთქვი და მაშინვე დაინახეს ჩემში გარკვეული პოტენციალი.

- მკავჭიდელობა გინდოდათ იმის მიუხედავად, რომ სპორტის ოლიმპიური სახეობა არ არის?



- სამწუხაროდ, ასეა, თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ გახდება ოლიმპიური სახეობა. ჯერჯერობით კი, ყველაფერი ლაპარაკის, განხილვის დონეზეა. მთავარია, მკლავჭიდი საკმაოდ პოპულარულია საქართველოში და სულ უფრო ვითარდება.

- ასეთ დროს, თქვენთვის, როგორც სპორტსმენისთვის რამდენად მნშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა?

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სპორტსმენი თანადგომას გრძნობ, ხვდები, რომ მარტო არ ხარ... სპორტს დიდი ყურადღება ეთმობა და ეს ძალიან მახარებს, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, სპორტსმენს განვითარება ჰქონდეს.

- როგორც ვიცი, ქობულეთშიც და ბათუმშიც ავარჯიშებთ მკლავჭიდელებს, რას ნიშნავს მათთვის ტიტულოვანი მწვრთნელის თანადგომა?

- ჩემი მოსწავლეები დღეს ამაყობენ ამით და მეც ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. თუმცა ტიტულები ასევე გარკვეულ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს, ჩარჩოებში მაქცევს...



- და თავისუფლად ვეღარ ჩხუბობთ ხოლმე?

- არა... საერთოდ, უკონფლიქტო ადამიანი ვარ; პირიქით, სულ ვცდილობ, კონფლიქტი ავირიდო თავიდან, რაც უნდა იყოს, მაინც ყურადღების ცენტრში ვარ.

- ისე, მტერს მოხვდა თქვენ მუშტი. გიჩხუბიათ?

- ყოფილა ასეთებიც, თუმცა უფრო მოზარდობის ასაკში...

- თავდაუზოგავი შრომის გარდა, კიდევ რა სჭირდება სპორტსმენს წარმატებისთვის - პატრონი?

- ასე არ ვფიქრობ... მე ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე, თუ ძლიერი ხარ, მონდომებული, შენი შრომა, შენი მონოდომება ყოველთვის დაფასდება. პატრონი არაფერ შუაშია და ამის მაგალითი თავად ვარ - ერთი მიზანი მქონდა, გავმხდარიყავი ჩემპიონი, ოჯახი კი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მიწყობდა ხელს, ყოფილა შემთხვევა, მგზავრობისა და საჭმლის ფული არ მქონია.



-
მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიეთ, ამის შემდეგ რა გახდა თქვენი ცხოვრების აზრი?

- ახლა სხვებს ვუწყობ ხელს, რათა გზაზე დავაყენო... ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რაც მე გავიარე, მათაც არ მოუწიოთ იგივეს განცდა. მაქსიმუმს ვაკეთებ, დარბაზში რომ შემოვა მოსწავლე, მას ყოფითი პრობლემები არ აწუხებდეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება