მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, ყურადღება მიაქციეთ - ასე იწყებს კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს მიხეილ ცაგარელი.
ჩვენ შევდივართ დაბნელებების დერეფანში - სულ 6-ია წელიწადში და ნახევარი სწორედ ამ პერიოდშია, 3 დაბნელებაა მიყოლებით - 5, 21 და 5 ივლისს. ძველი აზრებისგან და უაზრო საგნებისგან უნდა გათავისუფლდეთ. ახალი უნდა შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. თუმცა დაბნელება ცუდს იმას უქადის, ვინც არასწორად ცხოვრობს, ხოლო ვინც კარგად ცხოვრობს მისთვის პოზიტიური შეიძლება იყოს.
განსაკუთრებული ყურადღება ამ დღეებში მართებს 4 ზოდიაქოს ნიშანს, ესენია: ტყუპები, მშვილდოსანი, თევზები, ქალწული.
დღეს შეცდომა არ დაუშვათ, ეს ძნელი გამოსასწორებელი იქნება. ხვალ ჯიუტად ნუ ეცდებით თქვენი სიმართლის დამტკიცებას და იდეის გატანას. ასევე საყურადღებოა 4, 5 და 6 ივნისი. ემოციური გაღიზიანება მატულობს და მოთმინებას ითხოვს.
ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:
ვერძი: მთლიანობაში კარგი კვირაა, აქტიური, ინიციატივიანი ხართ. წარმატების შესაძლებლობა გაქვთ. მოლაპარაკებებიც კარგად სრულდება. თუმცა ბევრი შემოთავაზება გაქვთ, თუმცა კარგად უნდა აირჩიოთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი. ნუ დაიწყებთ ბევრ საქმეს, შეიძლება ვერცერთი დაასრულოთ.
კურო: ნუ გადაიტვირთებით. თქვენი პროექტების განხილვა სპონსორებთან და ხელმძღვანელებთან ცუდი არ იქნება, რაც მომავალი პერსპექტივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა გასავალი მეტი გაქვთ, ვიდრე შემოსავალი. ამიტომ მოერიდეთ სესხის აღებას, ფინანსებს მოუფრთხილდით.
ტყუპები: თქვენ ხართ მთავარი ფავორიტი, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანს გადის. თუმცა 29 მაისიდან 14 ივნისამდე დაბადებული ტყუპები უფრო ყურადღებით უნდა იყოთ დაბნელებების დღეს, გაღიზიანება გემატებათ. თუმცა, საერთო ჯამში, ენერგოტონუსი გემატებათ, წარმატების ფაქტორი გაქვთ. საინტერესო ურთიერთობების, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ალბათობა დიდია.
კირჩხიბი: თქვენი ენერგოტონუსი იკლებს. ემოციური გაღიზიანება მატულობს, გადადით მშვიდ რიტმზე. ეცადეთ კონფლიქტში არ შეხვიდეთ არავისთან. შეიძლება ამ პერიოდმა ხელი შეგიწყოთ ძველი მავნე ჩვევების, უსარგებლო აზრების გათავისუფლებისგან.
ლომი: ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, აქტიური და ინიციატივიანი ხართ. თუმცა თქვენი პრობლემაა, რომ გინდათ ბევრ საქმეს ერთად მოკიდოთ ხელი, ამ ბრძოლაში კი შეიძლება მნიშვნელოვანი შანსები დაკარგოთ ამიტომ ნუ გადახვალთ საბრძოლო ფორმატზე. წინდახედულად იმოქმედეთ.
ქალწული: შრომისუნარიანი, მომთმენი, შეუპოვარი ხართ, რაც გაძლევთ წარმატების შანსს. წარმატებული ხართ, მაგრამ მატერიალური დივიდენდების იმედი ნუ გექნებათ. ეს არის დასახვის პერიოდი, რომლის რეალიზება შემდეგ კვირაში შეგეძლებათ.
სასწორი: ენერგიული, შარმიანი ხართ. წარმატების შესაძლებლობები გაქვთ, ნიჭის გამოვლენა და კონტაქტების დამყარება შეგიძლიათ. ფინანსური მდგომარეობის გამუჯობესებაც შესაძლებელია, თუმცა ფრთხილი უნდა იყოთ ურთიერთობებისას.
მორიელი: ერთ-ერთი ურთულესი კვირა გაქვთ. ძალიან გაღიზიანებული, სარკასტული და ზემდმეტად პირდაპირი ხართ. კონფლიქტების ალბათობა მაღალი გაქვთ სახლშიც და სამსახურშიც. 12 ივნისამდე მოთმინება და ინტუიციაზე დაყრდნობილი მოქმედება გმართებთ.
მშვილდოსანი: აქტიური, ენერგიული ხდებით. საქმიანი კუთხითაც კარგი დროა. პარტნიორული კონფლიქტების ალბათობა დიდია, ამიტომ დიპლომატია გამოიჩინეთ და გვერდი აუარეთ დაძაბულ სიტუაციებს.
თხის რქა: ემოციური, გაღიზიანებული ხართ. დაძაბულობის და კონფლიქტების წინაშე შეიძლება დადგეთ. ძველი დაპირებები არ იმუშავებს. თუმცა მივიწყებული, ძველი პარტნიორების ან იდეებიდან მოვა ბიძგი, რომელიც ხელს შეუწყობს თვის მეორე ნახევარში წარმატებას.
მერწყული: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. რომანტიული თავგადასავლების სურვილი გაქვთ, ახლის, ორიგინალურის შემოტანის. ენერგია და შარმი გემატებათ. წარმატების შანსი მაღალია.
თევზები: შემოქმედებითი და სარემონტო სამუშაოებისთვის კარგი დროა. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, თუმცა მეტი ტაქტი გამოიჩინეთ ახლობლებთან, რომ გაღიზიანება არ გამოიწვიოთ.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ