მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სერბეთში, ქალაქ სმედერევოში, სულ ცოტა ხნის წინ პიანისტთა VII საერთაშორისო ონლაინ-კონკურსი ჩატარდა. კონკურსში, რომლის ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი მუსიკოსები იყვნენ, პირველი ადგილი ყველაზე უმცროსებში (პირველი კატეგორია) ბარბარე ძნელაძემ დაიკავა და 14 წლამდე კონკურსანტებს შორის (მესამე კატეგორია) - მარიამ ბოყოველმა.
ორივე გოგონა ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეა და სწავლაშიც გამორჩეულები არიან. მუსიკალური სკოლაც და პედაგოგიც საერთო ჰყავთ: ღირსების ორდენის კავალერი, არაერთი კონკურსის ლაურეატი და დამსახურებული პედაგოგი ლავალეტა წოწორია-ფორჩხიძე, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება ქუთაისის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე მუსიკალურ სკოლას.
„უნდა ვაღიაროთ, ეს კონკურსი ონლაინ რომ არ გამართულიყო, ალბათ ჩვენი გოგონები გამგზავრებას ვერ შეძლებდნენ და ამ მხრივ „კორონამ“ ჩვენთვის იმუშავა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ მარიამ ბოყოველი „თიბისი“ ბანკის სტიპენდიანტი გახდა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც