მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი VIბ კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძე მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. მასწავლებელმა მონატრებულ მოსწავლეებს ფოტოკოლაჟი მიუძღვნა.
„დღეს 1 ივნისია. ძალიან ყოჩაღებო და გონიერებო, ინტერესიანო და ჭკვიანო ბავშვებო, ყურადღებით გამორჩეულნო, ციმციმა თვალებიანო, გულიანო, საიმედო, საამაყო, საოცნებო, კრეატიულო, მრავალუნარიანო, მხიარულნო, სიყვარულნო, ცელქნო, მეგობრულნო, ერთიანო, ამბიციურო, სიცოცხლით სავსე, ჩემო გამორჩეულო, თვალხატულა გოგო-ბიჭებო, გილოცავთ თქვენს დღეს, ფერადი, შინაარსიანი, საინტერესო, ბევრისმთქმელი, მზიანი წლები მინდა გისურვოთ.
თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ. მე მჯერა თქვენი შესაძლებლობების, მჯერა თქვენი სიყვარულის, თანადგომის, მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, ერთიანობის. მე მჯერა თქვენი ჭიკჭიკა მერცხლების, ძალიან მეჩემებით თითოეული, თქვენ ჩვენი მომავალი ხართ, ჩვენი ბედნიერი ხვალე, ჩვენი იმედის სხივი, სიხარულის მიზეზი, სიფერადე, მოტივაცია, ყოველი დღის შინაარსი, გილოცავთ ბავშვთა დღეს, გილოცავთ! მიყვარხართ! მენატრებით!“- წერს დამრიგებელი ია ბლაგიძე.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც