მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ივნისს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ შემაჯამებელი მუშაობა გამართა Microsoft Teams პროგრამით.
მოსწავლეთა თვითმმართველობის სხდომას უძღვებოდა თავმჯდომარე მარიამ ლანჩავა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ კლასის დამრიგებლები და სკოლის დირექცია. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა შეაჯამეს განვლილი სასწავლო წელი, ისაუბრეს დისტანციური მუშაობის შესახებ. სკოლის დამთავრება მიულოცეს მეთორმეტე კლასელებს, ასევე პირველ კლასელებს სასწავლო წლის დასრულება.
სხდომის მსვლელობისას გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაული. ანი ავალიანმა წაიკითხა ესე, ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ნიკა ქლიბაძემ და მარიამ ბუხაიძემ წარმოადგინეს ნახატები. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ისაუბრა 1 ივნისს ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ბაკურაძემ და გეოგრაფიის მასწავლებელმა მაია ივანეიშვილმა. შეხვედრის ბოლოს, კი სკოლის დიექტორმა ირინა ბერეკაშვილმა შეაჯამა მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობა და მადლობა გადაუხადა მათ სასწავლო წლის განმავლობაში გამოჩენილი აქტიურობისათვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც