სიახლეები
სკოლები

„სიჩუმემ გვასწავლა, რომ დრო სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ“ - დამიის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუსინე ხაჩატურიანმა პანდემიურ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა
02-06-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლუსინე ხაჩატურიანმა პანდემიურ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა.

ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ეპიდსიტუაციამ ადამიანების ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. უფროსებთან ერთად ბავშვებიც მოყვნენ ახალი და აქამდე უჩვეულო აკრძალვების წნეხის ქვეშ. როგორ განიცდიან და უმკლავდებიან მოსწავლეები ამ სტრესს?..რას ფიქრობენ?..

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს

მონატრების ერთი თვე-რა გვასწავლა

სიჩუმემ…

მონატრება…ერთი სიტყვაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს არის ყველაზე უცნაური გრძნობა ...

როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, კარანტინი გამოცხადდა.

ხალხი ახლაც სახლშია და არ გადის გარეთ. ადამიანი ვერ ხედავს ნათესავებს, მეგობრებს და ენატრება... მეც მომენატრა ყველაფერი-სკოლა, მეგობრები, მასწავლებლები და ნათესავები.

ამ გაზაფხულზე ულამაზესი ბუნება მარტო დარჩა. სიჩუმეა, მაგრამ ამ სიჩუმეში გვესმის ჩიტების ლამაზი სიმღერა.

მგონია, რომ ამ გრძელი, უხმო პაუზის დროს დედამიწა, ბუნება

დაისვენებს და ჰაერი გაიწმინდება.

... და მაინც რა არის სიჩუმე? რას გვასწავლის?

სიჩუმემ გვასწავლა, რომ დრო სათანდოდ უნდა გამოვიყენოთ.

სიჩუმე არის დიდი სიმშვიდე, რომელსაც ადამიანი ყოველთვის ვერ გრძნობს. დიდ ქვეყნებში, ქალაქებსა და სოფლებში, ახლა ყველგან სიჩუმეა!

მსოფლიო გაჩუმდა, მაგრამ ამ სიჩუმეში მაინც ისმის უსიტყვო ხმაური!

დამიის საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე
ლუსინე ხაჩატურიანი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება