მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საქართველოს დამოუკიდებლობა“ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში ონლაინ პროექტი განხორციელდა. პროექტში IX-X კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. პროექტის ორგანიზატორი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.
„26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა სცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს მოახდინა. სასწავლო პროცესი რომ გაგრძელებულიყო, აუცილებლად აღვნიშნავდით ამ დიდებულ მოვლენას, როდესაც საქართველო გათავისუფლდა რუსული გავლენისგან, გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მისი დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე ევროპის ქვეყნებმა სცნეს.
სწორედ ამ თემას მიეძღვნა ონლაინ პროექტი ისტორიაში, რომელიც მოამზადეს სავანეთის საჯარო სკოლის მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეებმა, ორგანიზატორი: სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსამზადებელ ეტაპზე ლამზირა ოსეფაშვილის მიერ ისტორიის გაკვეთილის ჩატარებას თემაზე: „1919 წლის 26 მაისი“, რომელიც ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა. მოსწავლეებმა ნახეს მედიარესურსები, გაეცვნენ არქივიდან მასალებს, ცნობებს, მათ ინტერესი გაუღვივდათ და შეემზადნენ სასწავლო პროექტის განსახორციელებლად. ეს აქტივობა მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასში იქნა გამოყენებული, თუმცა პროექტზე სამუშაოდ მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეები შეირჩნენ.
პროექტის ეტაპები:
მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მიიღეს მონაწილეობა, საინტერესო ნახატი წარმოადგინა მეცხრე კლასის მოსწავლემ: ვუსალა ალაგოზოვამ, ესეში საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა მეათე კლასის მოსწავლემ ნარმინ დუნიამალიევამ. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები აზერბაიჯანელები არიან, ფლობენ სახელმწიფო ენას, დაინტერესებულები არიან მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, მათი ჩართულობით მრავალი სოციალური პროექტია განხორციელებული, ახერხებენ სხვადასხვა ჯგუფებთან ინტეგრაციას. ამგვარ პროექტებში ჩართვა მათ უმაღლებს მოტივაციას, თავდაჯერებულობას მატებს და უმუშავდებათ ისეთი უნარ- ჩვევები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნება და ა. შ. სასწავლო პროცესიც საინტერესო ხდება და სკოლაში იქმნება მშვიდობიანი გარემო“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც