მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა წლევანდელ კურსდამთავრებულებს ვირტუალური „ბოლო ზარი“ მოუწყეს.
XII კლასელებს დირექტორმა ლია მოსიაშვილმა ასე მიმართა:
„ჩემო მონატრებულო მე-12 კლასელებო, მიუხედავად სირთულეებისა, დღევანდელი ვირტუალური ბოლო ზარი შედგა, დღე იყო უჩვეულო, განსხვავებული, დღე 12 წლის შეჯამების.
ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. მინდა გითხრათ, რომ თქვენი მეორე ოჯახი გულგულის საჯარო სკოლა იყო. სკოლა, რომელსაც თავისი ხასიათი აქვს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი და ხასიათი იყო ის, რომ გვეპოვა და მიმართულება მიგვეცა თქვენში იმ თვისებების და უნარ-ჩვევებისათვის, რომლებიც დაგეხმარებოდათ ღირსეულ, კარგად აღზრდილ ახალგაზრდებად ჩამოყალიბებულიყავით. თქვენ ხართ თაობა, რომელსაც აქვს უნარი, აკეთოს სიკეთე, უნარი დახმარების, მიმტევებლობის და მინდა, რომ ცხოვრების ფართო ასპარეზზე დაიმკვიდროთ ადგილი, მიიღოთ პროფესია და იყოთ ღირსეული პროფესიონალები.
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გვიქადაგებს, რომ ცხოვრება ურთულესი პროცესია, ურთულესი ფერისცვალებაა. ერთ ადგილზე არც ერთი ადამიანი არ დგას, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცამდე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის,ზოგი დაბლა. უფალს ვთხოვ, მოგცეთ ძალა და მადლი, რომ იაროთ წინსვლით და წარმატებით მაღლა, მშობლების, ყველა კეთილისმოსურნეს, მასწავლებლების და ქვეყნის საიმედოდ ჩემო ძვირფასებო“,-წერს დირექტორი.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც