სიახლეები
სიახლეები

რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა პირველ კლასში თბილისსა და რეგიონებში? - დღეს 13 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა
02-06-2020
-
+


პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებიდან 3 საათში 13 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა. რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში etaloni.ge-ს განუცხადეს, 12 საათის მონაცემებით 13 636 ბავშვია დარეგისტრირებული. 2020-2021 სასწავლო წლისთვის კი საერთო ჯამში 50 000-დან 51000-მდე პირველკლასელს ელოდებიან. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მიერ  83 678 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული, ამ დროისთვის სულ 36 477 მოსწავლეა რეგისტრირებული და დარჩენილი ლიმიტის რაოდენობა 47 201-ია.

თბილისის სკოლებში განსაზღვრული ადგილების რაოდენობა 16 623 იყო, რეგისტრაციის შედეგად კი 14732 ადგილი შეივსო, ხოლო თავისუფალი 1891 ადგილია დარჩენილი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ხარვეზები არ ყოფილა, თუმცა მშობლების ნაწილი უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამს.

როგორც სოციალურ ქსელში მშობლები აღნიშნავენ, მათ ნაწილს პრობლემა საიტის გახსნისას შეექმნა. მათი თქმით, სარეგისტრაციო საიტი ზუსტად 9 საათზე არ გახსნილა, ნაწილმა, კი სასურველ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, კი რეგისტრაციის მსურველთა ჭარბი რაოდენობის გამო,  შესაძლებლი იყო ვებგვერდის ჩამოტვირთვას მცირე დრო დასჭირვებოდა.

იხილეთ ასევე: როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვი სასურველ სკოლაში ვერ დაარეგისტრირა? - განათლების სამინისტროს რჩევა

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

როგორ უნდა დაარეგისტრიროთ შვილი სასურველ სკოლაში - რჩევები პირველკლასელთა მშობლებს

ცნობილია ასაკი, რომელსაც პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე არ უნდა აღემატებოდეს - რამდენი წლის ბავშვს ვერ დაარეგისტრირებთ ხვალ?


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება